Connect with us

ჯანმრთელობა

არა მხოლოდ ყავა: 6 პროდუქტი და სასმელი, რომელიც სწრაფად გამოფხიზლებაში დაგეხმარებათ

ეს პროდუქტები და სასმელები მხნეობას და ენერგიას შეგმატებთ, ამასთან კონცენტრაციის გაუმჯობესებასა და სამუშაო განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ.

საუზმის შემდეგ 1 ჭიქა ყავა სხეულის ფორმების და ჯანმრთელობის შენარჩუნების და, რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სამუშაო დღის წინ ენერგიის შევსების შესანიშნავი საშუალებაა. თუ რაიმე მიზეზით კოფეინზე უარის თქმა გიწევთ ან უბრალოდ ეს სასმელი არ გიყვართ, გთავაზობთ რამდენიმე პროდუქტს და სასმელს, რომლებიც მხნეობას ეფექტურად და გემრიელად მოგანიჭებენ.

შვრია

ან ნებისმიერი სხვა ფაფა, მაგრამ აუცილებლად მთელი მარცვლეულისგან მომზადებული. ნახშირწყლები ჩვენი სხეულისთვის ყველაზე კარგი საწვავია, ორგანიზმი ენერგიად სწორედ მათ გარდაქმნის. კალორიის მისაღებად რაც უფრო მეტი დრო იქნება საჭირო, მხნე და აქტიური მით უფრო დიდხანს იქნებით. გარდა ამისა, ფაფა საუზმეზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობას და სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას ხელს უწყობს.

ბანანი

ტკბილი ხილი ბევრ ნახშირწყალს და ფრუქტოზას შეიცავს, რომელთაც ტვინი ენერგიის წყაროდ იყენებს. გირჩევთ, უპირატესობა სწორედ ბანანს მიანიჭოთ, რადგან მასში ბევრი უჯრედისია, რომელიც ენერგიის დახარჯვას აკონტროლებს. ასევე მასში შედის კალიუმი, რომელიც გულის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

კენკრა

ერთი მუჭა ახალი, ხმელი ან გაყინული კენკრა საუზმეზე ყოველდღე მიირთვით. მასში შედის ბევრი ანტიოქსიდანტი, რომელიც ტვინის უჯრედებზე დადებით გავლენას ახდენს, მისი ჯანმრთელობის და აქტივობის შენარჩუნებას ხელს უწყობს. კენკრაში ბევრი სპეციფიკური ნივთიერებაა, რომელიც მოქმედებს როგორც ნატურალური სტიმულატორი, მხნეობას და ყურადღების კონცენტრაციას ზრდის.

შოკოლადი

კაკაოს მაღალი შემცველობის მქონე შავი შოკოლადის რამდენიმე ნატეხი გამოსაფხიზლებლად კიდევ ერთი საშუალებაა. პირველ რიგში, ის კოფეინს შეიცავს – თუნდაც არა ისეთი კონცენტრაციით, როგორც ყავა. მეორეც, კაკაოს მარცვლები მდიდარია ექსტრაქტებით, რომლებიც ენდორფინის წარმოებას სტიმულირებენ – ჰორმონი, რომელიც ბედნიერების და მხნეობის შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი.

კაკალი

მხნეობის კიდევ ერთი წყარო – კაკალი. კაკალი შეიცავს ბევრ ცილას და ტიროზინს – ამინომჟავას, რომელიც ტვინის აქტივობას მხარს უჭერს. გარდა ამისა, კაკალი შეიცავს ბიოტინს – ვიტამინს, რომელიც ორგანიზმს ენერგიის გამომუშავებაში ეხმარება.

წყალი

დაღლილობა, მოთენთილობა, აპათია და ენერგიის დეფიციტი – გაუწყლოების ნიშნებია. ორგანიზმს წყურვილი კლავს და ჩვენ ამის შესახებ ვერ ვიგებთ, რადგან წყლის დალევის სურვილს შიმშილად აღვიქვამთ და მას ჩაით და ყავით ვახშობთ, რომლებიც ორგანიზმიდან წყლის გამოდევნას აჩქარებენ. თუ გამხნევება გსურთ, 1 ჭიქა სუფთა, ცივი წყალი დალიეთ – შვებას იმწამსვე იგრძნობთ.