Connect with us

ჯანმრთელობა

არა მხოლოდ სურდოსგან: რისგან დაგიცვათ ციტრუსი

ბევრმა იცის, რომ ციტრუსი ორგანიზმს სურდოსთან ან გრიპთან ბრძოლაში ეხმარება. თუმცა მანდარინს, ფორთოხალს და ლიმონს სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვს, რომელთა შესახებ Alltime–ს რედაქცია გიამბობთ.

1. ტვინი

კვლევამ აჩვენა, რომ ციტრუსი სასარგებლოა ტვინის მუშაობისთვის, ასევე პარკისონის და ალცჰაიმერის დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს. 13 ათასი მოხუცი იაპონელის რაციონის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ მათ, ვინც ციტრუსს ყოველდღე მიირთმევს, დემენციის განვითარებისს რისკი 23%–ით შემცირებული აქვთ. ეს დაავადება გამოწვეულია უჯრედების კვდომით, ხოლო ფლავონოიდები ამას ხელს უშლიან.

2. თირკმლები

თირკმლებში კენჭების ერთ–ერთი სახეობა შარდში ციტრატების დაბალი დონის გამო წარმოიქმნება, ფორთოხალი და მისი ძმები ამ დონეს ზრდიან.

3. წონა

ციტრუსი შაქრის დონეს არეგულირებს, განსაკუთრებით ჯანსაღ საკვებთან კომბინაციაში. ოღონდ საჭიროა ციტრუსის ჭამა და არა წვენის დალევა: მასში ბევრი შაქარია და არა საკვები ბოჭკოები.

4. გული

მეცნიერების თქმით, გრეიფრუტის 1 თვიანი ყოველდღიური მოხმარების შემდეგ ქოლესტერინის დონე მცირდება. ციტრუსში შემავალი ფლავონოიდები და ვიტამინები გულის მუშაობას აუმჯობესებენ.

5. რკინა

C ვიტამინის მაღალი დოზა ორგანიზმს რკინის ათვისებაში ეხმარება. ვეგეტარიანელებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.

6. სურდო

რა თქმა უნდა, ციტრუსი C ვიტამინის ერთადერთი წყაროა არა, სამაგიეროდ ძალიან საიმედოა. დღეში 1 ფორთოხალი – ვირუსებისგან დაცვა გაუმჯობესებულია!

7. ნაოჭები

C ვიტამინი ორგანიზმს მეტი კოლაგენის წარმოებაში ეხმარება, რის წყალობით სახეზე ნაკლები ნაოჭი გაჩნდება.