Connect with us

ჯანმრთელობა

არა მხოლოდ ბულიონში: დაფნის ფოთლის თვისება ნებისმიერს გააკვირვებს

დაფნის ფოთოლი კლასიკური სანელებელია, რომელსაც დიასახლისები კერძების მოსამზადებლად ყოველდღიურად იყენებენ. გემოს თვისებების გაუმჯობესების გარდა, მცენარეს მთელი რიგი სასარგებლო თვისებები გააჩნია.

დაფნის ფოთოლი ნამდვილი სამკურნალო საშუალებაა, რომელსაც უძველესი დროიდან სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ. დღეს დაფნის ფოთოლის გამოყენების განსაკუთრებულობის და სასარგებლო თვისებების შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაგიზიარებთ.

დაფნის სასარგებლო თვისებები

დაფნის ფოთოლში შემავალი ეთერზეთი ანტისეპტიკურ და ანტიბაქტერიულ თვისებებს ფლობს. მისი ნაყენი სასუნთქი გზების დაავადების, ხველის, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების, პირის ღრუს ანთების და ყელის ტკივილის დროს გამოიყენება. თუ სტომატიტი გაქვთ, საკმარისია დღეში რამდენჯერმე დაფნის ფოთოლი დაღეჭოთ.

თავისი სადეზინფექციო შესაძლებლობების წყალობით დაფნა კანის პრობლემებს კარგად უმკლავდება. მისი ნაყენი ეგზემას და ანთებას სწრაფად მოგაშორებთ. ასევე სანელებელი გულ-სისხლძარღვთა სისტემის სწორად მუშაობას ხელს უწყობს.

რას ეწყობა

ძველად დაფნის ფოთოლს მხოლოდ შეუდარებელი დესერტების მოსამზადებლად იყენებდნენ. ახლა ამ გავრცელებულ სანელებელს პირველ კერძებს, ხორცს და თევზს უმატებენ.

კონსერვებში დაფნის ფოთოლი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან მისი ანტისეპტიკური თვისება კონსერვის დიდი ხნით შენახვის საშუალებას მოგცემთ. თევზი სჯობს დაფნის ფოთლით დაამწნილოთ, რადგან ის პროდუქტის დამჟავებას ხელს უშლის და სიახლეს უნარჩუნებს.

როგორ გამოვიყენოთ სწორად

დაფნის ფოთოლის გემო იცვლება იმის მიხედვით, თუ კერძში რამდენი ხანი იმყოფება. სასიამოვნო არომატის და გემოს გარდა სანელებელი მომწარო გემოსაც ფლობს, რომელიც დროთა განმავლობაში იხსნება.

ამის თავიდან ასაცილებლად, დაფნის ფოთოლი მომზადების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაუმატეთ. პირველი კერძების შემთხვევაში დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ხორცისა და ბოსტეულისთვის – 10 წუთით ადრე. კერძის მომზადების შემდეგ დაფნის ფოთოლი ამოიღეთ. გემოს გასაძლიერებლად დაფნის ფოთლების რაოდენობა გააორმაგეთ, ხოლო კერძში მისი გაჩერების დრო გაანახევრეთ.

ჩვენ დაფნის ფოთოლში მხოლოდ სანელებელს ვხედავთ, მაგრამ მისი სამკურნალო თვისებები უბრალოდ კოლოსალურია და მისით შეგიძლიათ ბევრი მედიკამენტი ჩაანაცვლოთ. რთულია იპოვოთ სანელებელი, რომელიც მსგავს ძლიერ სამკურნალო მოქმედებას ფლობს.