Connect with us

საკითხავი

არასდროს აჩუქოთ ადამიანს პირსახოცი, თუ მისთვის ბედნიერება და კეთილდღეობა გსურთ

ბევრი ფიქრობს, რომ პირსახოცის ჩუქება შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. ასე არაა. ექსპერტები გარწმუნებთ, რომ უარი თქვათ ასეთ საჩუქარზე, როგორი პრაქტიკულიც არ უნდა იყოს. საქმე ცრურწმენასა და ნიშნებშია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობს.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ არის ცუდი ნიშანი პირსახოცის ჩუქება.

პირსახოცი საჩუქრად

უძველესი დროიდან პირსახოცი აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთია. მას ხშირად იყენებდნენ რიტუალებში, მათ შორის ადამიანის იმქვეყნად გამგზავრების რიტუალებში. ალბათ, ამის გამო პირსახოცი ცუდი საჩუქრის კატეგორიაში მოხვდა. ითვლება, რომ დღესასწაულზე ნაჩუქარი თეთრი პირსახოცი წარუმატებლობას და მძიმე ავადმყოფობას იწვევს.

პირსახოცი გზის სიმბოლოდ ითვლება. არსებობს ცრურწმენა, რომ თუ ახლობელი გაჩუქებთ პირსახოცს, ეს ხანგრძლივ განშორებას გამოიწვევს. არ აჩუქოთ მას, ვისთანაც ყოფნა გსურთ.

პირსახოცი ბავშვს მშობლების ნებართვის გარეშე არ უნდა აჩუქოთ. ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს. მშობლები ამისთვის მადლობას არ გეტყვიან.

ამბობენ, რომ არ შეიძლება სამზარეულოს პირსახოცის ჩუქება, რადგან ეს ოჯახში ფინანსურ პრობლემებს იწვევს.  დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ თავად როგორ მიიღებთ მსგავს საჩუქარს. ნეგატიური ემოციები შეიძლება პრობლემებით დაგიბრუნდეთ. მაგალითად, თუ ხელსახოცი არ მოგეწონათ, ეს ოჯახში კამათს გამოიწვევს. დიდი პირსახოცი – სხვადასხვა დაავადებას.

წესიდან ერთადერთი გამონაკლისი. თუ თქვენი ხელით ნაქსოვ პირსახოცს გააჩუქებთ. საჩუქარში კარგი ემოციების და ზრუნვის ჩადებით, საჩუქრის მიმღებისთვის ამულეტის გაკეთებას შეძლებთ. ასეთი საჩუქარი მხოლოდ წარმატების და პოზიტივის მომტანია. მიმღებს ატყობინებს, რომ მასზე ზრუნავთ. სხვა ყველაფერთან ერთად პირსახოცი ხომ ოჯახური მყუდროების სიმბოლოა.

ხალხი იგონებს სხვადასხვა ნიშნებს, რომელიც ზოგჯერ ძალიან უცნაურია. დაიჯერებთ თუ არა, თქვენი გადასაწყვეტია. თუ ფიქრობთ, რომ პირსახოცის ჩუქება ნამდვილად გაუხარდებათ, დაუფიქრებლად აჩუქეთ. თუ გაჩუქეს პირსახოცი და ძალიან ცრუმორწმუნე ხართ, უბრალოდ ადამიანს ხურდა ფული აჩუქეთ. ასე ცრურწმენის გავლენას მოიშორებთ.

Advertisement