Connect with us

ჰოროსკოპი

აპრილის ჰოროსკოპი: ვის ელოდება სერიოზული ცვლილებები სამსახურში

ჩემი კოლეგა ასტროლოგებთან კონსულტანციის გარეშე გადაწყვეტილებას არ იღებს. იქნება ეს შორეულ ქვეყანაში მოგზაურობა თუ სამსახურის შეცვლა. აი, აპრილის ჰოროსკოპიც უკვე შეისწავლა. ამბობს, რომ მის ზოდიაქოს ნიშანს პროფესიულ ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები ელოდება.

პირადად, ასტროლოგიის მიმართ გულგრილი ვარ. თუ პოზიტიურ ცვლილებებს მპირდებიან, შთაგონებული ვარ, თუ ნეგატიურ პროგნოზს ვკითხულობ, გულთან ახლოს არ მიმაქვს. თუმცა კოლეგამ მითხრა, რომ 4 ზოდიაქოს ნიშანს აპრილში სამსახურში ცვლილებები ელის. ხართ ამ სიაში?

კარიერული ჰოროსკოპი აპრილში

რაც არ უნდა ენერგიულად და შეუპოვრად იმუშაოს ლომმა ამჟამინდელ სამსახურში, თავს ზემოთ მაინც ვერ გადახტება. ამ თვეში დაფიქრდით, ღირს დროის და ძალის დახარჯვა იმაზე, რაც უკვე გადალახეთ. ორი გამოსავალია: დაწინაურება მოითხოვეთ ან სამსახურიდან წამოდით. უმუშევრობის არ შეგეშინდეთ. ღირსეული დამსაქმებლები თქვენს გამოცდილებას და ამბიციას აუცილებლად დააფასებენ.

თუ ლომი სიტუაციას აკონტროლებს, მორიელის საქმე კარგად არ მიდის. აპრილი მისთვის რთული თვე იქნება. დაქვეითების ან საერთოდ შემცირებაში მოხვედრის შანსი არსებობს. იმედი არ გაიცრუოთ. ეს მშვენიერი საბაბია, რომ ახალი კარიერული მიმართულება გამოსცადოთ. დროა, მცირე ბიზნესზე დაფიქრდეთ.

თევზები დაფასებას დიდხანს ელოდა და არა სულ ტყუილად. აპრილში ამ ნიშნის წარმომადგენელს არა უბრალოდ დაწინაურება, არამედ ხელფასის სოლიდური ზრდა ელოდება. შესაძლოა, თევზებმა გავლენიანი მფარველი მოიპოვოს, რომელიც ყველა საქმეში მხარს დაუჭერს. მთავარია, მის ნდობას არ უღალატოთ. არ მოდუნდეთ, ბეჯითად იშრომეთ და ხელმძღვანელობისთვის მადლობის გადახდა არ მოგერიდოთ.

მერწყულს რთული თვე ელოდება. ამჟამინდელი სამსახური საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ან მიგრაციის გამო შეიძლება დაკარგოს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ვაკანსიებს ყურადღება მიაქციეთ. თუ ძველი სამსახურის შენარჩუნება შეძელით, დამატებითი ამოცანებისა და პასუხისმგებლობის ტვირთვის ასაღებად მოემზადეთ. სამსახურის მოცულობა გაიზრდება, მაგრამ საკუთარი თავის წარმოსაჩენად შესანიშნავი შანსია!

ცვლილებებს ელოდეთ და მოემზადეთ. რეზიუმე განაახლეთ, პერიოდულად ვაკანსიებს გადახედეთ. ახალი უნარების ათვისების არ შეგეშინდეთ!

Advertisement