Connect with us

ჰოროსკოპი

ანჯელა პერლის ტარო პროგნოზი ივლისისთვის. მორიელი და ქალწული პროგნოზებით აღფრთოვანებულნი არიან

ივლისი ცხელი მხოლოდ ამინდის მხრივ არ იქნება. ამ თვის ჰოროსკოპი საკმაოდ ფერადი და მოვლენებით სავსეა. რას ამბობს ტაროს კარტი? Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ანჯელა პერლის ტარო პროგნოზს ივლისისთვის.

ივლისის ტარო პროგნოზი

ვერძი

კარტები: ბედის ბორბალი, შეყვარებულები, 8 ხანჯალი

ივლისში არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, მაგრამ ეჭვებმა არ შეგიპყროთ. სწორ არჩევანს გააკეთებთ. არ დააყოვნოთ, წარმატება კუდით დაიჭირეთ. არსებობს ალბათობა, რომ რაღაც სიტუაციაში თავის დაცვა მოგიწევთ.

კურო

კარტები: ორი თასი, 10 პენტაკლი

თქვენი ცხოვრების რაღაც გრძელი პერიოდის დასრულებაა მოსალოდნელი. ერთი კარი დაიხურება და მეორე გაიღება. უკან დაბრუნება არ ღირს. ივლისში სჯობს რაიმე ხელშეკრულებას და კონტრაქტს ხელი არ მოაწეროთ.

ტყუპები

კარტები: ზომიერება, თასების პაჟი, კვერთხების პაჟი

მოთმინება და სიმშვიდე სასიხარულო ამბებს მოგიტანთ. რაღაც სასიამოვნოს ელოდეთ, რომელიც ხელში აუცილებლად ჩაგივარდებათ. მოსალოდნელია ახალი დასაწყისი, რაღაც, რასაც თვალი უნდა ადევნოთ. ყველაფერს თავისი დრო აქვს.

კირჩხიბი

კარტები: იეროფანტი, 9 თასი, სულელი

მოსალოდნელია შეხვედრა ავტორიტეტულ ადამიანთან რჩევის ან რეკომენდაციის მისაღებად. ეს რჩევები სიმშვიდეს, თავდაჯერებულობას და მხარდაჭერას მოგანიჭებთ. დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. რაღაც საქმეს ნულიდან დაიწყებთ, მაგრამ ეს პირველად არ ხდება. ამას მარტივად შეძლებთ.

ლომი

კარტები: 3 ხანჯალი, 4 თასი, 3 კვერთხი

თქვენს განზრახვებზე გულწრფელად ისაუბრეთ, თუნდაც ამან ვინმეს გული ატკინოს. უსიამოვნო არჩევანი, რომელიც დარდს და იმედგაცრუებას გამოიწვევს. მოსალოდნელია რაღაცის ლოდინი, რაც დიდი ხნის წინ დაგეგმილი იყო.

ქალწული

კარტები: სულელი, იეროფანტი, 3 თასი

გეგმების სწრაფი და მოულოდნელი ცვლილება გელით. შეიძლება რაღაცის შესწავლა დაიწყოთ. ქალწულმა შეიძლება ძველ გზებს გადაუხვიოს, რაღაც ახალი დაიწყოს. ივლისში ბევრი კარგი სასიამოვნო სიახლე გელოდებათ. ეს შეიძლება პარტნიორის მიღწევები იყოს, მაგრამ ამაში მონაწილეობა მიღებული გაქვთ.

სასწორი

კარტები: იმპერატორის მეუღლე, 8 ხმალი, შეყვარებულები

შეზღუდვები მოსალოდნელია. ასევე რაღაც კარგ და სასიამოვნო ადგილას მოხვედრა, საიდანაც გარემოება არ გიშვებთ. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება რაღაც გადაულახავი დაბრკოლება წარმოიშვას.

მორიელი

კარტები: 4 ხმალი, კვერთხების პაჟი, 5 პენტაკლი

მორიელმა არ უნდა იჩქაროს, შეჩერდით და დაისვენეთ. შვებულება და დასვენების დღეები მისასალმებელია. ვინმეს მოვლაზე რესურსები შეიძლება დახარჯოთ.

მშვილდოსანი

კარტები: ბედის ბორბალი, სულელი

ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეები და ცხოვრების გაუმჯობესება. მალე თქვენს ცხოვრებაში რაღაც დასრულდება. ეს მოვლენა ახალ ჰორიზონტებს გზას გაუხსნის.

თხის რქა

კარტები: 3 კვერთხი, პენტაკლის მეფე, თასების პაჟი

წინსვლისთვის მზად ხართ. მოსალოდნელია მოგზაურბა და ახალი უნარების ათვისება. ივლისში საკმარისი თანხა, მაგრამ სამუშაოც ბევრი გექნებათ.

მერწყული

კარტები: ხმლების მეფე, 6 კვერთხი, 10 პენტაკლი

ახალი სამსახურის მიღების შესაძლებლობა ან რაიმეს მართვის შანსია. თქვენი სტატუსი შეიცვლება: დაოჯახდებით ან ოჯახში ბავშვი გაჩნდება. ოჯახში დამატებითი შემოსავალი აუცილებლად გაჩნდება.

თევზები

კარტები: 6 ხმალი, პენტაკლების მეფე, სამართლიანობა

რაღაც მშფოთვარე პერიოდი დასრულდება. იწყება სინათლით და იმედით, ფულით და იღბლით სავსე პერიოდი.

არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეულ ჩვენგანს არჩევანის თავისუფლება აქვს. კარტებს მხოლოდ მოვლენების ვარიანტის ჩვენება შეუძლიათ. სამყარო რეკომენდაციებს ან რჩევებს გვაძლევს. თავად ვწყვეტთ, როგორ ვიცხოვროთ და რომელი გზით ვიაროთ.

Advertisement