Connect with us

სხვა

ანტიასაკობრივი ნარევი თმის ცვენის და დათხელების საწინააღმდეგოდ

აბუსალათინის ზეთს თმის ცვენის საწინააღმდეგოდ ხშირად იყენებენ როგორც კოსმეტიკურ პროდუქტებში, ასევე შინაურულ საშუალებებში. ყველამ არ იცის, რომ თუ ზეთს 2 უჩვეულო კომპონენტს ავურევთ, დიდებული თმისთვის უფრო ეფექტურ საშუალებას მივიღებთ.

საუბარია მწვანე ჩაისა და შავ წიწაკაზე. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რატომ ახდენენ ისინი თმაზე კარგ გავლენას. ასევე გიზიარებთ რეცეპტს სქელი და ჯანსაღი თმის მისაღებად.

აბუსალათინის ზეთი დამოუკიდებლად თმას ზრდას არ აიძულებს, მაგრამ თავის კანზე უფრო ჯანსაღ გარემოს ქმნის, რაც თმის ზრდას აუმჯობესებს. აბუსალათინის ზეთის უშუალოდ კანზე წასმით ქერტლს მოიშორებთ. აბუსალათინის ზეთით თავის კანის მასაჟი თმის ძირებას გააძლიერებს და ცვენას აგაცილებთ.

სასარგებლო თვისებებით მწვანე ჩაი აბუსალათინის ზეთს არაფრით ჩამოუვარდება. მასში შემავალი კატეხინები თმის გაჯანსაღებას ხელს უწყობენ, რაც დიგიდროტესტოსტერონის  (თმის ცვენას იწვევს) დონის შემცირების ხარჯზე მიიღწევა. მწვანე ჩაი შეიცავს კოფეინს, რომელიც თმის ფოლიკულებს სტიმულირებს და თავის კანში სისხლის ნაკადს ზრდის.

რაც შეეხება შავ წიწაკას, A და C ვიტამინების, ასევე სხვადასხვა ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით თმის ზრდის მასტიმულირებელ და ქერტლის საწინააღმდეგო უნიკალურ უნარს ფლობს. თავის კანზე შავი წიწაკის რეგულარული გამოყენება თმის ბოლქვებს აძლიერებს და ცვენას ამცირებს.

თმის კონცენტრირებული საშუალება

ინგრედიენტები:

  • 0,5 ჭიქა აბუსალათინის ზეთი
  • 0,3 ჭიქა მშრალი მწვანე ჩაი
  • 30-50 მარცვალი შავი წიწაკა

მომზადება:

  1. ზეთი წყლის ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში ზუსტად 80 გრადუსამდე შეათბეთ.
  2. მწვანე ჩაის მშრალ ფოთლებს ცხელი აბუსალათინის ზეთი დაასხით და თავსახური დაახურეთ.
  3. დაქუცმაცებული შავი წიწაკა დაუმატეთ. აურიეთ და თავსახური დაახურეთ.
  4. საშუალება თბილ ადგილას 1–2 კვირა შეინახეთ, პერიოდულად შეანჟღრიეთ.
  5. საშუალება გადაწურეთ და ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ.

ყურადღება მიაქციეთ, რომ არც მომზადების და არც შენახვის დროს საშუალებას წყალთან კონტაქტი არ ჰქონდეს.

ზეთოვანი საშუალების გამოყენება: 1 ჩ/კ ნარევს 1 კვერცხის გული და 3 ს/კ ოთახის ტემპერატურის წყალი დაუმატეთ და აურიეთ.

თავის კანი რომ არ დაწვათ, წასმამდე მაჯაზე ტესტი ჩაიტარეთ. სასიამოვნო სითბო უნდა იგრძნოთ. თუ ნარევი კანს წვავს, მეტი წყალი დაუმატეთ.

ნიღაბი სველ თმის ძირებში, ასევე თავის კანზე წაისვით. საშუალება ნახევარი ან ერთი საათით გაიჩერეთ. შემდეგ ფრთხილად ჩამოიბანეთ, თვალში მოხვედრას მოერიდეთ. ასეთი პროცედურა რამდენიმე თვეში ერთხელ კურსების სახით ჩაიტარეთ. ნიღაბი კვირაში 1–2–ჯერ გამოიყენეთ.

ბევრი სპეციალისტი აბუსალათინის ზეთის ხშირად გამოყენებას არ გირჩევთ, მაქსიმუმ კვირაში ერთხელ. უფრო ხშირი გამოყენებისას შეიძლება თმის აბურდვის მიზეზი გახდეს.

Advertisement