Connect with us

ჯანმრთელობა

ალუბლის წვენი, როგორც ეფექტური საშუალება მაღალი წნევის დროს

როგორც ცნობილია, წვენი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მისი მიღება სწორ კვებაში დიდი წვლილია. თუმცა ბევრი ადამიანი მთელი ხილის და კენკრის მიღებას უპირატესობას ანიჭებს. ამასთან მეცნიერები ალუბლის წვენის დალევას დაჟინებით გვირჩევენ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ არის სასარგებლო ალუბლის წვენი.

ალუბლის წვენი არტერიული წნევის გასაკონტროლებლად

თუ ალუბალი გიყვართ და მის გარეშე ერთ დღესაც ვერ ძლებთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. 1 ჭიქა ალუბლის წვენი მხოლოდ გამაგრილებელი სასმელი არაა. ახლახანს ჩატარებული კვლევის თანახმად, მას არტერიული წნევის გაკონტროლება შეუძლია.

Northumbria University-ში ჩატარებულმა პირველმა კვლევებმა აჩვენა, რომ მწკლარტე ალუბლის (სახეობა მონმორანსი) წვენს ჰიპერტონიის საწყის ეტაპზე არტერიული წნევის შემცირება შეუძლია, როცა წნევის მაჩვენებელი ოდნავ მომატებულია.

უფრო მეტიც, ეს ეფექტი აღმოაჩინეს პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევაც ნორმას მნიშვნელოვნად აღემატება. ეს ბევრი სტაჟიანი ჰიპერტონიკისთვის იმედის მომცემი ფაქტია. ალუბლის წვენის ჰიპოტენზიური მოქმედება უდავო ფაქტია, ამიტომ ალუბლის წვენი შეიძლება იყოს ბუნებრივი ალტერნატივა მათთვის, ვინც არტერიული წნევის შემცირებას ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების დოზის გადაჭარბებით ცდილობს.

ეს ფაქტი ექიმების რეკომენდაციას ადასტურებს, რომ ბევრი ხილი მიირთვათ, თუ გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკ ჯგუფში იმყოფებით. გულ–სისხლძარღვთა დაავადებები მაღალი სიკვდილიანობის არაინფექციური დაავადებების სიას ლიდერობს.

აშშ–ში ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 47%–ს სამიდან ერთი სიმპტომი აქვს, რომელიც მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის ალბათობაზე მიუთითებს. ამჟამად ამ სფეროში ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს, რომ ბუნებრივი ალტერნატივები აღმოაჩინონ იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც თანდათან ეპიდემიის ხასიათს იღებს.

როგორ მუშაობს ალუბლის წვენი წნევის საწინააღმდეგოდ

ითვლება, რომ ფლავონოიდები, განსაკუთრებით ანტოციანები, ამ პრობლემის გადაჭრაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ფლავონოიდები – მცენარეული პიგმენტები, რომლებიც ხილსა და ბოსტნეულს მიმზიდველ ფერს ანიჭებენ. მათ შორის გამოიყოფა ანტოციანები, რომლებიც გულ–სისხლძარღვთა დაავადებების დროს ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს.

ანტოციანები კარგი ქოლესტერინის დონეს ზრდიან. ეს ერთ–ერთი მიზეზია, რატომ ამცირებს ხილ–ბოსტნეულის მიღება კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების ალბათობას.

ამ ნივთიერების გარდა ალუბალი ფენილის და ვანილინის მჟავებს შეიცავს. კვლევამ აჩვენა, რომ სისხლში ამ მაჩვენებლების პიკური მაჩვენებლის დროს არტერიული წნევა მცირდება. გამოდის იგივე ეფექტი აქვს, როგორც ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს.

მთელი ხილი თუ წვენი

რეკომენდებულია, საუკეთესო ეფექტის მისაღებად დღეში 2–ჯერ წყალში გაზავებული მონმორანსის ალუბლის წვენი დალიოთ. რატომ არა მთელი ნაყოფი? საქმე იმაშია, რომ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რამდენი ალუბალი უნდა მიირთვათ 1 ჭიქა წვენის ეფექტის მისაღებად.

თითო ჭიქა ალუბლის კონცენტრატი აქტიური ინგრედიენტების სტანდარტულ რაოდენობას შეიცავს. სწორედ ამიტომ, კონცენტრირებული წვენი გარკვეული პროპორციებით გაზავებული დალიეთ.

აქვს თუ არა ყველა ალუბალს გვერდითი ეფექტები

ამჟამად, მხოლოდ მონმორანსის ალუბლის ჰიპოტენზიური მოქმედებაა დამტკიცებული. ამ მიმართულებით კვლევა გრძელდება. ახლა მხოლოდ შედეგებს უნდა დაველოდოთ.

თუ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ ალუბლის წვენს ყურადღება მიაქციეთ. ჰიპერტონიკებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. როგორც ზემოთ მოყვანილი ფაქტები აჩვენებს, ეს ერთ–ერთი საუკეთესო სასმელია არტერიული წნევის შესამცირებლად.