ვიდეო
აი, როგორ შევამციროთ არტერიული წნევა ჭარხლის დახმარებით
თუ მაღალი არტერიული წნევა ხშირად გაწუხებთ, ეს ინფორმაცია თქვენთვისაა!
არტერიული წნევის შესამცირებლად დაბალანსებული ცხოვრება უნდა ისწავლოთ, მავნე ჩვევები გააკონტროლოთ, სწორად იკვებოთ და ფიზიკურად აქტიური იყოთ.
ჭარხალი კულინარიაში საკმაოდ პოპულარული ბოსტნეულია. ის A და C ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს, ასევე კალციუმის, ფოსფორის და კალიუმის ბუნებრივ წყაროს წარმოადგენს. ბუნებრივ მედიცინაში ჭარხალი ცნობილია იმით, რომ არტერიული წნევის შესამცირებელ თვისებებს ფლობს.
2008 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც სამედიცინო ჟურნალში Science Daily გამოქვეყნდა, აღმოაჩინა, რომ ჭარხლის წვენის მიღება მაღალ არტერიულ წნევას ამცირებს.
კვლევამ აჩვენა, რომ ჭარხლის წვენის მიღებიდან რამდენიმე საათში სისტოლური არტერიული წნევა ხალხის იმ ჯგუფში, რომელთაც მაღალი წნევა არ აწუხებდათ, საშუალოდ 5,4 ნიშნულით შემცირდა. გამოდის, რომ მაღალი არტერიული წნევის მქონე ხალხისთვის ეს შესანიშნავი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა.
რატომ მცირდება არტერიული წნევა ამ ბოსტნეულის მიღების შემდეგ
უკვე წინა კვლევებით რამდენიმე შედეგი მიიღეს, რაც არტერიულ წნევას და ჭარხლის წვენს ეხებოდა. დღესდღეობით ეს კავშირი უდავოა და შედეგები დამაჯერებელია. სწორედ ამიტომ, არტერიული წნევის შესამცირებლად ჭარხლის მიღებას გვირჩევენ.
ჭარხლის წნევის შემამცირებელი თვისებები დაკავშირებულია იმ ფაქტორთან, რომ მისი წვენი ნერწყვთან შერევის შემდეგ ნიტრიტად გარდაიქმნება. მისი გარდაქმნა მარილმჟავით ხორციელდება, რაც თავის მხრივ აზოტის ოქსიდად გარდაიქმნება. შედეგად, მაღალი არტერიული წნევა მცირდება.
ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჭარხლის მოხმარება არტერიულ წნევას 5-10 პუნქტით ამცირებს. შედეგად, ეფექტი ბოსტნეულის მოხმარებიდან უკვე 3 საათის შემდეგ ვლინდება.
როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, წნევის შესამცირებლად ჭარხლის წვენი უფრო ეფექტურია. თუმცა ექსპერტები სალათებში მის მოხმარებას არ გამორიცხავენ.
აი, რატომ არის ჭარხლის წვენი უფრო ეფექტური საშუალება წნევის შესამცირებლად
ჭარხლის წვენი
მის მოსამზადებლად 2 ჭარხალი დაგჭირდებათ. ჭარხალი გაასუფთავეთ, დაჭერით და 3-5 წუთით წყალში ხარშეთ ისე, რომ წყალი ბოსტნეულს ოდნავ ფარავდეს. მომზადების შემდეგ გაგრილება აცადეთ. ჭარხალი მის ნახარშთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. ასევე შეგიძლიათ ნედლი სტაფილო და მწვანე ვაშლი დაუმატოთ. დღეში 2-3-ჯერ მოიხმარეთ.
ჭარხალი ფორთოხალთან და ლიმონთან ერთად
ბლენდერის ჭიქაში 50-70 გრ ნედლი ჭარხალი, 1/2 ფორთოხალი მოათავსეთ. ასევე ცოტა ლიმონის წვენი გემოვნებით დაუმატეთ. 150-200 გრ წყალი დაუმატეთ. სასმელი მზადაა.