Connect with us

ჰოროსკოპი

აი, როგორ მოქმედებენ ზოდიაქოს ნიშნები მათთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობის დროს

გრძელვადიან ურთიერთობას სულ სხვა მიდგომა სჭირდება. ცხოვრების გარკვეულ მომენტში სწორედ ასეთ ურთიერთობას ვეძებთ.

ადამიანებს ესმით, რომ ცხოვრების მუდმივი მეგზურის პოვნა უფრო რთულია, ვიდრე პარტნიორის რამდენიმე თვით პოვნა. ძიების პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს იმის ცოდნა, თუ როგორ იქცევა ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი სიყვარულში.

ვერძი

ვერძი, როგორც წესი, ურთიერთობაში ლიდერია და ყოველთვის ვნებას და თავგადასავლებს ეძებს. ის სიყვარულის გამოვლენას თავის თავში აკავებს, სანამ ურთიერთობის გაგრძელებაში არ დარწმუნდება.

კურო

კურო ურთიერთობას ძალიან აფასებს, რადგან ძალიან მგრძნობიარეა და ყველაფერს აკეთებს, რომ პარტნიორი კმაყოფილი იყოს. კრიტიკამ შეიძლება იმ დონემდე მიიყვანოს, რომ მისი ძალისხმევა შესუსტდეს, მაგრამ ეს მასში დამატებით შეუპოვრობას გააღვიძებს.

ტყუპები

თუ ტყუპებმა თქვენ აგირჩიეს, ის მთელ დროს თქვენ მოგიძღვნით. თუ სიყვარულის გრანდიოზული დემონსტრაცია, განსაკუთრებით საჯარო, არ გსურთ. მაშინ ტყუპები თქვენთვის იდეალური პარტნიორი იქნება.

კირჩხიბი

კირჩხიბს უფრო მეტად უყვარს, ვიდრე სხვა ზოდიაქოს ნიშანს, მაგრამ მისთვის ადამიანთან მუდმივი კავშირის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იმდენი სიყვარული და ერთგულება უნდა გასცეთ, რამდენსაც ის გაძლევთ.

ლომი

ლომს ურთიერთობაში დომინანტის როლი ურჩევნია. როგორც წესი, ეძებს ადამიანს, რომელიც მზადაა დათმობასა და კომპრომისზე წავიდეს. ლომს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს და თუ წინააღმდეგი არ ხართ – თქვენი სიყვარული დიდხანს გასტანს.

ქალწული

ქალწული ჩვეულებრივ ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რომ პარტნიორმა მისი სიყვარული იგრძნოს. თუ საკუთარ ფიქრებსა და ემოციებში საკმაოდ გულახდილი და გულწრფელი ხართ, მაშინ ქალწული თქვენთვის ცხოვრების იდეალური მეგზური გახდება.

სასწორი

სასწორი ურთიერთობაში შეიძლება რთული იყოს, მას ეჭვები იპყრობს და დარწმუნებული ვერ იქნებით, თუ ურთიერთობა რა სტადიაზე იმყოფებით. თუმცა სასწორი დროს არ დახარჯავს მასზე, ვინც არ მოსწონს.

მორიელი

მორიელს არ შეუძლია ვინმეს ახლოს იყოს, თუ მასში დარწმუნებული არაა. თუ მორიელთან შეხება მოგიწევთ, მთელი ძალისხმევა უნდა გაიღოთ, რომ გრძელვადიანი სიყვარულისთვის შანსი მიიღოთ.

მშვილდოსანი

ურთიერთობაში მშვილდოსანი არ უნდა შეზღუდოთ. მას თავისუფალი ცხოვრების წესი უყვარს და ამას საკუთარ პარტნიორს ასწავლის. მუდმივი მხიარულება და თავგადასავლების წყურვილი გრძელვადიანი სიყვარულისთვის ხშირად შეუსაბამოა.

თხის რქა

თხის რქა რომანტიკულ ურთიერთობაში ნელ-ნელა გადადის, რადგან საქმეს ძალიან სერიოზულად ეკიდება. ასეთი მიდგომით თითოეულ მიდგომას დიდი აზრი აქვს და უფრო მეტ შესწავლას მოითხოვს.

მერწყული

მერწყული გულახდილობას და გულწრფელობას მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ზეპირ ურთიერთობას ეხება. ამ ნიშნის წარმომადგენელს ყოველთვის სურს ფიქრი, დაკვირვება და შესწავლა. თუ ეს მოგწონთ, მერწყული თქვენი იდეალური პარტნიორია.

თევზები

თევზები ძალიან მგრძნობიარეა, როცა საქმე რომანტიკულ ურთიერთობას ეხება. მას ბევრი რომანტიკა სჭირდება. როგორც კი ორ ადამიანს შორის საკმარისი ნდობა იქმნება, თევზები დიდი სიხარულით ამ ურთიერთობაში დიდხანს იქნება.