Connect with us

ჯანმრთელობა

აი რა უნდა დალიოთ რათა არ დაბერდეთ

დღეს გაგიზიარებთ სამ რეცეპტს, რომლებსაც სასწაულის ჩადენა შეუძლიათ! მას შემდეგ რაც მათ დალევას დაიწყებთ და ამას ჩვევად გადააქცევთ – ძალიან ბევრ დადებით ეფექტს შენიშნავთ!!!

1. რეცეპტი თაფლით, ლიმონით და ნიორით
თაფლის ორლიტრიან ქილაში დებენ ორ ცალ ლიმონს კანიანად და 2 თავ წვენსაწურში გატარებულ ნიორს (წვენი და რბილობი უნდა გადაურიოთ).
ასეთი ნაზავი დღეში სამჯერ მიიღეთ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, სანამ არ დამთავრდება.

2. თაფლი ლიმონით და ნიორით. მეორე ვარიანტი.

აი იგივე ინგრედიენტების ოდნავ განსხვავებული პროპორციები.

1 ლიტრ თაფლს დაასხით 10 ლიმონის წვენი. ხორცსაკებში გაატარეთ ათი ნიორის თავი და დაუმატეთ საერთო მასას.

ყველაფერი კარგად აურიეთ, თავი კარგად დაახურეთ და 1 კვირით შეინახეთ.

მიიღეთ 4 ჩაის კოვზი დღეში ერთხელ. მიირთვით ნელ-ნელა.
თუ მასას ამ რაოდენობით მოამზადებთ – 2 თვე გეყოფათ. როგორც ამბობენ, ეს რეცეპტი ნებისმიერ ღრმად მოხუცებულსაც კი გააახალგაზრდავებს!

3. შუა აზიური ბალზამი თაფლითა და ნივრით

გაფცქვენით 10 ლიმონი და გაწურეთ (აჯობებს წვენსაწურით).
10 თავი საშუალო ზომის ნიორი გაყავით ნაწილებად, გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ ფაფის მიღებამდე. ეს ყველაფერი კილოგრამ ნატურალურ თაფლში ჩადეთ და გადაურიეთ. მიიღეთ ჭამამდე, დღეში სამჯერ 1 – 1 ჩაის კოვზი. 20 დღის განმავლობაში.