Connect with us

ჯანმრთელობა

აი, რა მოუვა თქვენს სხეულს, თუ რეგულარულად მიირთმევთ ცერეცოს ჩაის

ცერეცო საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა, როგორც სამკურნალო მცენარე. მისი თესლი სასარგებლო და დამამშვიდებელი ჩაის მოსამზადებლად გამოიყენება. იგი მდიდარია A, B-კომპლექსის, C და D ვიტამინებით, ამინომჟავებითა და მრავალი სხვა მკვებავი ნივთიერებით.

აი, რა მოუვა თქვენს ორგანიზმს, თუ ცერეცოს ჩაის რეგულარულად მიირთმევთ:

1. ორგანიზმის დეტოქსიკაცია

ჩაის მოხმარება დაგეხმარებათ ტოქსინებისა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოდევნაში ორგანიზმიდან, რამდენადაც იგი სისხლის გამწმენდის როლს ასრულებს. მისი რეგულარული მოხმარება დაგეხმარებათ თირკმლებში კენჭების პროფილაქტიკასა და თირკმლებისა და ღვიძლის ჯანმრთელი ფუნქციის შენარჩუნებაში.

2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის გაძლიერება

კალიუმის მაღალი დონის წყალობით, ცერეცოს ჩაი იცავს ჩვენს გულს დაავადებებისგან. იგი მოქმედებს, როგორც სისხლძარღვების გამფართოებელი საშუალება, რითაც ხსნის დაძაბულობას არტირიებსა და სისხლძარღვებში და ამცირებს გულის შეტევის, ინსულტისა და გულის სხვა დაავადებების რისკს.

3. ძილის გაუმჯობესება

ერთი ულუფა ცერეცოს ჩაი ადუნებს ჩვენს კუნთებს და ძილისთვის ამზადებს მათ. ტრადიციულად, ცერეცო უძილობის სამკურნალოდ გამოიყენება.

4. საჭმლის მონელების სტიმულაცია

მათ, ვისაც დიარეა, მეტეორიზმი ან კუჭის გაღიზიანება აწუხებს, დაეხმარება ცერეცოს ჩაი. მას აქვს სპაზმოლიტური თვისებები, რომლებიც ადუნებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ხელს უწყობს მის ჯანსაღ ფუნქციონირებას. ცერეცოს ჩაი მაქსიმალურად ზრდის ჩვენს ნაწლავებში სასარგებლო ნივთიერებების ათვისებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უშლის ყაბზობას, გაზების წარმოქმნასა და მუცლის შებერილობას.

5. იმუნური სისტემის გაძლიერება

ცერეცოს მძლავრი ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და სოკოსსაწინააღმდეგო თვისებები აქვს, რომლებიც უნარჩუნებს ჩვენს იმუნურ სისტემას ჯანსაღ ფუნქციას, რათა შევძლოთ ისეთი ქრონიკული ინფექციების პროფილაქტიკა, როგორებიცაა გაციება, გრიპი და ხველა.

6. ორგანიზმში ანტიოქსიდანტების რაოდენობის გაზრდა

ცერეცოს ჩაი შეიცავს სხვადასხვა ანტიოქსიდანტს, რომლებიც ეხმარება ჩვენს ორგანიზმს გარე-სამყაროში არსებულ მავნე ნივთიერებებთან ბრძოლაში. ეს ანტიოქსიდანტები, მიმაგრებული ჩვენი სისხლის მოლეკულებზე, ებრძვის ამამჟავებელ დაზიანებებს, რაც იწვევს ახალი უჯრედების წარმოქმნასა და დაბერების ნიშნების შემცირებას.

7. რესპირატორული დაავადებების  მკურნალობა

საუკუნეების განმავლობაში, ცერეცო გამოიყენებოდა რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ. ეს ძალიან სასარგებლოა ფილტვებისთვის, წმენდს ბრონქიალურ გზებს და ამშვიდებს სპაზმებს სასუნთქ სისტემებში. ეს სასარგებლოა ისეთი რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა ქრონიკული ხველა და ბრონქიტი.

8. ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება

ცერეცოს ჩაი შეიცავს ანტიოქსიდანტს, სახელად დისმუტაზას, რომელსაც ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები აქვს. იგი გვეხმარება პოდაგრასთან, ართრიტთან და სხვა ანთებით მდგომარეობებთან დაკავშირებული ტკივილების შემსუბუქებაში.

9. უჯრედების მუტაციის პროფილაქტიკა

ჩაი შეიცავს მრავალკომპონენტურ ნარევს, რომელიც სხვადასხვა ანტიოქსიდანტს შეიცავს, ეს უკანასკნელები კი კიბოსგან გვიცავს. ჩაი შეიცავს კვერცეტინს, ანეტოლს, უჯრედისსა და ვიტამინებს, რომლებიც სასარგებლოა კიბოს უჯრედებთან და მრავალი სახის ანთებით დაავადებასთან ბრძოლაში. კვლევების თანახმად, ცერეცოს შესანიშნავი კიბოსსაწინააღმდეგო პოტენციალი აქვს.

10. თვალების ჯანმრთელობის გაუმჯობესება

ცერეცოს ექსტრაქტი შეიცავს C ვიტამინს, რომელიც სასარგებლოა მხედველობის გაუმჯობესებისა და თვალის დაცვისთვის. ორეგონის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაცემებით, С ვიტამინის დაბალი დონე თვალის ბროლში ზრდის კატარაქტის გაჩენის რისკს. გარდა ამისა, ცერეცო, ასევე, კურნავს კონიუქტივიტს და გამოიყენება თვალის ანთების სამკურნალოდ.

11. მენსტრუალური ტკივილების შემსუბუქება

კვლევების თანახმად, ცერეცოს ჩაის მოხმარება დაგეხმარებათ მენსტრუალური ტკივილებისა და პმს-ს სიმპტომების შემსუბუქებაში, მათ შორის, გულისრევისა და სისუსტისა.

კვლევებმა აჩვენა, რომ მენსტრუალური ტკივილების ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს საშვილოსნოს კუნთების მეტისმეტი შეკუმშვა, რაც იწვევს სისხლის შემცირებას. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ კუნთებს მოდუნებაში, ცერეცოს ჩაის დალევით.

12. გახდომა

გინდათ რამდენიმე კგ-ს დაკლება? ცერეცოს ჩაი დაგეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში. იგი ხელს უშლის წყლის შეკავებასა და მუცლის შებერვას, ასევე, აუმჯობესებს ჩვენს მეტაბოლიზმს, რათა შევძლოთ კალორიებისა და ცხიმების სწრაფად დაწვა.

ცერეცოს ჩაის მომზადება

ინგრედიენტები

  • 1 მუჭა ცერეცოს თესლი
  • ცოტაოდენი თაფლი
  • წყალი

მომზადება

დანაყეთ 1-2 ს.კ. თესლი, ჩაყარეთ დიდ ფინჯანში და დაუმატეთ ცხელი წყალი. გააჩერეთ 10  წუთით, გადაწურეთ და დაუმატეთ თაფლი. გემრიელად მიირთვით!