Connect with us

ჯანმრთელობა

აი, რატომ მაქვს იოდი და საკვები სოდა ყოველთვის ხელთ

სახლის აფთიაქში იოდი და საკვები ყოველთვის მაქვს.

1. ტონზილიტის დროს სველი თითი საკვებ სოდაში ამოავლეთ და ნუშისებრ ჯირკვლებზე დღეში რამდენჯერმე წაისვით, ამის შემდეგ 2 საათით არაფერი შეჭამოთ და არ დალიოთ.

2. ცხვირის წვის და სიმშრალის, ხველის დროს სველი თითით საკვები სოდა ცხვირის ღრუში წაისვით და ცოტა ხნით ნესტოებით ჰაერი შეისუნთქეთ. ეს პროცედურა სურდოს განვითარების საშუალებას არ მისცემს.

საკვები სოდა შესანიშნავი საშუალებაა სინუსიტის გამწვავების საწინააღმდეგოდ, თუ მას დროულად შეამჩნევთ.

3. საუკეთესო წვეთები სურდოს დროს: 6-7 წვეთი იოდის ხსნარი ან მწიკვი საკვები სოდა 2 ჩ/კ მდუღარე წყალს დაუმატეთ.

სურდოს დროს იოდის ინჰალაცია სასარგებლოა: იოდის ბოთლი გახსენით, მისი არომატი ჯერ ერთი, შემდეგ მეორე ნესტოთი ღრმად ჩაისუნთქეთ – რაც უფრო ხშირად, მით უკეთესი.

4. გულისმიერი ხველის დროს რამდენიმე დღის განმავლობაში ღამით გულმკერდზე იოდის ხსნარი წაისვით. პროცედურა პლევრიტის დროსაც დაგეხმარებათ.

5. ინფექციის თავიდან ასაცილებლად ჭრილობის გვერდებზე იოდის ხსნარი წაისვით, ხოლო თავად ჭრილობაზე იოდაში გაჟღენთილი ლეიკოპლასტირი დაიდეთ. იოდი დაწყებული დაჩირქების დროს ნამდვილ სასწაულს მოახდენს, თუ პროცედურას 4-5-ჯერ გაიმეორებთ.

6. ხიჭვი რაც არ უნდა ღრმად შეგერჭოთ მისი ამოღება ნემსით არ სცადოთ. ამ ტერიტორიაზე იოდი უხვად წაისვით (შესაძლოა პროცედურის რამდენჯერმე გამეორება მოგიწიოთ) და ხიჭვი „დაიწვება“.

7. დაზიანების და მყესების დაჭიმულობის დროს მტკივნეულ ადგილას იოდის ხსნარი წაისვით. აღმდგენი პროცესი დაჩქარდება და მოგვიანებით ამინდის ცვლილება ამას არ შეგახსენებთ.

8. მათ, ვისაც ფრჩხილზე სოკოვანი ინფექცია აწუხებს, იციან, თუ ამ დაავადების განკურნება რამდენად რთულია. ამ დროს ფრჩხილის ფირფიტის დეფორმაციაც ძალიან უსიამოვნოდ ვითარდება.

იოდის დახმარებით კარგი ეფექტის მიღწევა შეიძლება: ფეხის ან ხელის ცხელი აბაზანა გაიკეთეთ, ქლიბით ფრჩხილის ზედა ფენა მოაშორეთ, იოდის ხსნარით დაიმუშავეთ, შემდეგ ლაქით დაიფარეთ. პროცედურა ყოველდღე გაიმეორეთ.

დარწმუნებული ვართ, რომ იოდი რიგ სხვა შემთხვევაშიც სასარგებლოა, მაგრამ ამ ჩამონათვალმა ნებისმიერი უნდა დაარწმუნოს, რომ ეს სამკურნალო საშუალება სახლის აფთიაქში ყოველთვის უნდა გქონდეთ.