Connect with us

ყვავილები

აი, რას ვაკეთებ თაიგულით, რომ ქრიზანთემა გავამრავლო

ქრიზანთემა ლანდშაფტის დიზაინისთვის ერთ–ერთი საუკეთესო ყვავილია. თავისი მრავალფეროვანი ყვავილებით და ფერების პალიტრით ბევრი მებაღის გული დაიპყრო. ეზოში ამ ლამაზი მცენარის რამდენიმე სახეობას ვზრდი. ზოგიერთი მათგანი თესლიდან გავზარდე, სხვები ნაცნობებმა მაჩუქეს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გააფესვიანოთ ქრიზანთემა თაიგულიდან.

ერთხელ ბაზრობაზე ვნახე, თუ როგორ ყიდდა ბებიაქალი ძალიან უჩვეულო ყვავილებს. ასეთი ქრიზანთემა არასდროს მენახა. გადავწყვიტე მისი თაიგულის შეძენა და კალმით გაფესვიანების ცდა. მომავალ წელს რამდენიმე ასეთი ბუჩქი მექნება. გიზიარებთ გაფესვიანების მარტივ მეთოდს.

როგორ გავაფესვიანოთ და გავამრავლოთ ქრიზანთემა

თავდაპირველად, კალმები მოამზადეთ. ამისთვის, გამხმარი ნაწილები მოაშორეთ და ტოტები დაყავით, თითოეულზე 4 კვანძთშორისი უნდა იყოს. გვერდითა აღმონაცენებიც შეგიძლიათ გააფესვიანოთ, თუ მოტეხილი ან დასუსტებული არაა.

კალმებისთვის ნეიტრალური მიწა შეარჩიეთ. ასეთი მიწა ჰაერს კარგად ატარებს, თან სითხეს შიგნით ინარჩუნებს. ჩვეულებრივ მიწას ასეთი თვისებები არ აქვს. სპეციალური მიწა ყვავილების მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ.

დარგვამდე თითოეული კალმის ქვედა გადანაჭერი სუფთა წყლით სავსე ჭიქაში ჩადეთ, შემდეგ პრეპარატ „კორნევინის“ ხსნარში. ამის შემდეგ 1 სმ სიღრმეში მიწაში ჩარგეთ.

თითოეული კალამი წყლით მორწყეთ და ჩამკეტ პარკებში ჩადეთ. ისეთ ადგილას გაიტანეთ, სადაც გაფანტული მზის სინათლე მოხვდება. ყურადღება მიაქციეთ, ტემპერატურა სტაბილური და 25 გრადუსის ფარგლებში იყოს.

ყოველდღე გაანიავეთ, ტენიანობა შეამოწმეთ და აუცილებლობის შემთხვევაში მორწყეთ. ახალი ფესვების სისტემა 2-3 კვირაში განვითარებას დაიწყებს. ასევე ახალ ფოთლებს შეამჩნევთ. როცა კალმები ახალ პირობებს შეეგუება, პარკები მოაშორეთ და ყვავილები ისე გაზარდეთ, როგორც სხვა ოთახის მცენარეები.

გაზაფხულზე, როცა მიწა ცოტა დათბება, ხოლო ტემპერატურა მეტნაკლებად სტაბილური გახდება, ღია მიწაში გადარგეთ. ზოგიერთი მებაღე ქრიზანთემას ქოთანში ტოვებს. აქ, თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ყვავილის დროული მოწყვა და გამოკვება არ დაგავიწყდეთ. სწორი მოვლით ყინვამდე ხანგრძლივი ყვავილობით დატკბებით.