Connect with us

ტესტები

აირჩიეთ ხე და გაიგეთ, ვინ ხართ თქვენ: ოპტიმისტი თუ პესიმისტი

სურათს შეხედეთ. ამ ოთხი ხიდან ერთ–ერთი აირჩიეთ. საკუთარ ინტუიციას ენდეთ. რომელი ხე მოგეწონათ ყველაზე მეტად?

1. იისფერი ხე

ხშირად რომანტიკულ განწყობაზე ხართ და რაღაც მაღალსა და ლამაზზე ოცნებობთ. თუმცა თქვენი ოცნებები ზედმეტად ზღაპრულია, რომ ასრულდეს. სწორედ ამიტომ, ხშირად მოწყენილი ხართ და გგონიათ, რომ არაფერი საინტერესო აღარ მოხდება. თქვენ პესიმისტი ხართ.

2. დაბალი, ნაყოფიერი ხე

რეალისტი, პრაქტიკული და ობიექტური ხართ. სიტუაციას ადეკვატურად აფასებთ და ყველა დადებით და უარყოფით მხარეზე ყურადღებას ამახვილებთ. ცხოვრება იმედს არ გიცრუებთ და წარმატება ძლიერ არ გახარებთ, იცით რომ – ყველაფერი დროებითია.

3. ვარდისფერი ხე

წარმოუდგენელი ოპტიმისტი ხართ. სამყაროზე თქვენი ნათელი ხედვა სხვებს გასაოცრად ეჩვენებათ. თუმცა ზოგჯერ აშკარა საფრთხეს ვერ ხედავთ. ნაკლებად ნაცნობ ხალხს არ ენდოთ და სიფრთხილე გამოიჩინეთ.

4. მწვანე ხე

თქვენში არც ოპტიმიზმი და არც პესიმიზმი არ ჭარბობს. სამყაროს თქვენი განწყობის პრიზმიდან უყურებთ: დღეს შეიძლება მთელი დღე მოწყენილი იყოთ, ხვალ კი ისე იცინოთ და იმხიარულოთ, თითქოსდა ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხართ. სხვებს ადვილად უგებთ, რადგან მათ ადგილზე თავის წარმოდგენა შეგიძლიათ.