Connect with us

ტესტები

აირჩიეთ წვიმის წვეთი და ნახეთ, რას გაჩუქებთ აპრილი

რას უნდა ელოდოთ აპრილში? რა მოვლენა, ცვლილება ან სიურპრიზი გელოდებათ? ამის გასაგებად Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ გასართობ მკითხაობას ჭრელი წვიმის წვეთებით.

მოცემულ სურათზე 8 სხვადასხვა წვიმის წვეთია წარმოდგენილი. აირჩიეთ ერთ–ერთი და ნახეთ, რა შეტყობინებას ან პროგნოზს მალავს.

ზუსტი პასუხის მისაღებად კონცენტრირდით და ინტუიცია გამოიყენეთ. ჭრელი წვეთები ყურადღებით დაათვალიერეთ. რომელი მათგანის მიღება გსურთ? თქვენი არჩევანი შემთხვევითი არააა. მაშინაც კი, თუ თქვენი ასოციაციები ავტორის ინტერპრეტაციას არ ემთხვევა, აზრი და მნიშვნელობა მაინც აქვს.

წვეთი № 1 „ყვავილები და ჩიტები“

აპრილი ურთიერთობების კუთხით თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი იქნება. სიყვარულს, ახალ ნაცნობებს ან ძველი ურთიერთობების განახლებას გპირდებათ. მოსალოდნელია შერიგება ან ფლირტი. მოკლედ, ურთიერთობის კუთხით აყვავებას გპირდებათ. მეგობრებთან ნაყოფიერი და სასიამოვნო შეხვედრები მოსალოდნელია.

წვეთი № 2 „ფერადი გუაში“

აპრილი საყვარელი საქმიანობით და სასიამოვნო საზრუნავით სავსე იქნება. თუ შემოქმედებითი ადამიანი ხართ, ახალი იდეები, შთაგონება და წარმატება გელით. თუ არა, საკუთარ თავში კრეატიულ უნარებს აღმოაჩენთ და საინტერესო გეგმებს დაისახავთ. დაუყონებლივ განახორციელეთ, ნაპერწკალი და შესაძლებლობა არ გაუშვათ.

წვეთი № 3 „ტკბილეული“

აპრილში რაღაც ტკბილი გელით. ეს შეიძლება პირდაპირ გაიგოთ: რომელიმე ღონისძიებაზე ან ვიზიტის დროს ტკბილი სუფრა, მოულოდნელი საჩუქარი და ა.შ. ან ერთგვარი სასიხარულო მოვლენა, სიურპრიზი, სურვილის ასრულება. თვე გაგანებივრებთ.

წვეთი № 4 „ტალღების სიმღერა“

თქვენ გელით გზა, მოგზაურობა ან ამასთან დაკავშირებული საზრუნავი, მომავალი ღონისძიებისთვის გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები. ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების შანსი გამოჩნდება. რაღაც ინტრიგა თავს იჩენს და თქვენს სიმშვიდეს დაარღვევს.

წვეთი № 5 „ვაშლის ფლერი“

თქვენ გელით მოულოდნელი ან საინტერესო შეხვედრა, წარმატებული ან დაგეგმილი შენაძენი. ცდუნება ან აკრძალულთან შეხების სურვილი გაძლიერება. ალბათ, ვინმეს საიდუმლოს გაიგებთ ან იმას, რასაც მალავენ. ფრთხილად იყავით და საკუთარ საიდუმლოებებს გაუფრთხილდით, არავის ენდოთ.

წვეთი № 6 „ხავერდის ზოლები“

რთული და გადაუდებელი საქმეები გამოჩნდება, რომლებიც სასიამოვნო შთაბეჭდილების წუთებსა და ზარმაცულ დასვენებას შორის მონაცვლეობით გამოჩნდება. მოსალოდნელია კონფლიქტი, სიტუაციის დარეგულირებას არატრადიციული მეთოდით, მაგრამ სწრაფად შეძლებთ. თქვენი გადაწყვეტილება წარმატებული იქნება.

წვეთი № 7 „მზესუმზირა“

მზე ამ თვეში გაგათბობთ. რაიმე განსაკუთრებული მოვლენა ან სიურპრიზი არ გელით. ცხოვრება მშვიდი და ჩვეული დინებით მიედინება. მოსალოდნელია პატარა, სასიამოვნო მომენტები, ნებისმიერ სფეროში წარმატება. პატარა სიხარულები, რომლებიც ნამდვილ ბედნიერებას მოგანიჭებენ.

წვეთი № 8 „ფერადი მინა“

გრძნობები და ემოციები შთაბეჭდილებების და მოვლენების მთავარი წყაროა. მათ ყურადღება მიაქციეთ და სწორი მიმართულება მიეცით, რადგან თქვენი გრძნობები და აზრები მომავალი მოვლენების საფუძველია. კარგი გემოვნება და გონებამახვილობა გამოიჩინეთ. მეტად დაისვენეთ და სასიამოვნო ხალხს ეკონტაქტეთ, ამის შესაძლებლობა გექნებათ.