Connect with us

ტესტები

აირჩიეთ ფოთოლი და ნახეთ, როგორი ადამიანი ხართ ურთიერთობაში

დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ შემოდგომაზე დაფიქრდეთ. თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, თუ როგორ ცვივა ფერადი ფოთლები ხეებს და მიწას ფერადი საბნით ფარავს. ახლა დაფიქრდით, რომელი ფოთოლი მოგწონთ ყველაზე მეტად? ამოცანის გასამარტივებლად შემოთავაზებულ ვარიანტებს დააკვირდით. პასუხი მიგანიშნებთ, თუ როგორ აგებთ ურთიერთობას!

თუ აირჩიეთ ვარიანტი A, თქვენ ძალიან მიზანდასახული ადამიანი ხართ. როცა გიყვარდებათ, კარგად აცნობიერებთ, რომ მზად ხართ ყველაფერი გააკეთოთ, რომ კარგი და ძლიერი ურთიერთობა ააგოთ. გრძნობებზე სათუთად ზრუნავთ, ამიტომ სიყვარული არ ქრება. ძალიან გულწრფელი პარტნიორი ხართ, ამიტომ საყვარელ ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ მოატყუებთ და უღალატებთ.

ვარიანტი B ამბობს, რომ თავისუფლება გიყვართ. როცა შეყვარებული ხართ, დიდხანს ჭეშმარიტ გრძნობებზე უარს ამბობთ, რადგან რაღაც სერიოზულსა და გრძელვადიანში გადაშვება გაშინებთ. ექსპერიმენტები გიყვართ, ამიტომ ლოგინში ნამდვილად კარგი ხართ.

ვარიანტი C ამბობს, რომ თქვენ ურთიერთობას თავიდან ბოლომდე თავს უძღვნით. რაღაც გაგებით სხვა ადამიანს თავს უძღვნით, რაც თქვენთვის კარგი არაა. და მაინც, პარტნიორისთვის თქვენთან ურთიერთობის აგება კომფორტულია. ბუნებით „მოქნილი“ ხართ, რომელიც სხვადასხვა პირობებს ადვილად ეგუება. საკუთარ თავზე ზრუნვა არ დაგავიწყდეთ!

ვარიანტი D თქვენზე ამბობს, რომ იდეალისტი და რომანტიკოსი ხართ. გიყვართ თავად იმის გაცნობიერება, რომ ურთიერთობა სუფთა და გულწრფელი უნდა იყოს. თითოეული პაემანი თქვენთვის პირველს ჰგავს. მზად ხართ, ზღაპრული გეგმები და რომანტიკული ფანტაზიები ააგოთ. თანამედროვე სამყაროში საკმაოდ იშვიათი ნიმუში ხართ!

აი, პიროვნების ასეთი საიდუმლობები იმალება ფოთლებს მიღმა! გახსოვდეთ, ორივე პარტნიორი ერთნაირად უნდა ცდილობდეს კარგი და კომფორტული ურთიერთობას აგებას და შენარჩუნებას. ასე უზომოდ ბედნიერები იქნებით!