Connect with us

ტესტები

აირჩიეთ სურათი და გაიგეთ, რა მისია მოგიმზადათ ბედმა

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ტესტს, რომელიც თქვენი გულის ხმის გაგებასა და ბედის შეცნობაში დაგეხმარებათ. თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში საკუთარი მიზანი, საკუთარი მისი და ბედი აქვს.

დასახული მიზნის მისაღწევად ყველას ათასობით დაბრკოლების გადალახვას უწევს. ზოგის ბედია გარკვეულ დარგში ექსპერტი გახდეს, რომ სხვებს ცოდნა გაუზიაროს. ზოგის მისიაა სხვების გაბედნიერება ან უბრალოდ დახმარება.

მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ერთი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობთ, შეიძლება ვერც კი ამჩნევთ, რომ თქვენი გატაცებით, ხალხთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობით დიდ საქმეს აკეთებთ. სწორედ ამიტომ, ძალიან საინტერესო და აუცილებელია იცოდეთ, თუ რა არის თქვენი მისია.

ეს ტესტი საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ. ზოგჯერ ჩვენ გვჭირდება გარედან ნიშანი ან სიმბოლო მივიღოთ, რომ შიგნით ჩავიხედოთ და რაღაც მნიშვნელოვანი გავიგოთ. ეს უბრალოდ ბანალური სიტყვები არაა. ეს სიმბოლოები საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი ბედია.

თქვენ უბრალოდ ერთ–ერთი სურათი უნდა აირჩიოთ და გაიგოთ, რას ნიშნავს თქვენი არჩევანი!

სურათი №1

თქვენ ძლიერი ინტუიცია და სულიერ სამყაროსთან კავშირი გაქვთ. თქვენი ბედი მატერიალური სამყაროსკენ გზაა.

მატერიალურ სამყაროში ცხოვრება უნდა ისწავლოთ და დააფასოთ ყველაფერი, როგორც მატერიალური, ასევე სულიერი. თქვენ საინტერესო მოვლენები გელოდებათ, რომლებიც გაგაძლიერებთ და მატერიალური სიმდიდრის მიღებაში დაგეხმარებათ.

სურათი №2

ჩაკეტილი და ბრძენი ადამიანი ხართ. ჭეშმარიტ აზრებს და გრძნობებს არავის უზიარებთ. ამ ცხოვრებაში სხვების ნდობა და თანაგრძნობა უნდა ისწავლოთ.

როგორც კი სამყაროს და გარშემომყოფებს თქვენს ღირებულ ნიჭს გაუმხელთ, იგრძნობთ, როგორ სრულდება თქვენი მისია. თქვენი ბედი – ურთიერთქმედების სწავლა და სხვებთან ყველაფრის გაზიარება.

სურათი №3

თქვენი რთული და ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა გაქვთ შესასრულებელი – საკუთარი მიზნების დამოუკიდებლად მიღწევა. თქვენ შეიძლება იყოთ ლიდერი და სხვებს ხელმძღვანელობდეთ.

დაბადებული ხართ იმისთვის, რომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოთ და თქვენი ძალა, ინტელექტი და საწარმოო უნარი წარმოაჩინოთ. მოქმედებისთვის მზად უნდა იყოთ. თქვენი ბედი – ყოველთვის იყოთ პირველი და სხვებზე უკეთესი.

სურათი №4

თქვენ ძალიან კრეატიული და სასიამოვნო ადამიანი ხართ. თქვენი მისია – სამყაროს თქვენი ხედვა და უნიკალური ნიჭი გააცნოთ. თქვენ შეგიძლიათ საყვარელი საქმე აკეთოთ და საოცრად ლამაზი ნივთები შექმნათ.

თუმცა ეს მხოლოდ თქვენთვის არ უნდა გააკეთოთ, არამედ სხვებს დაანახოთ და გაუზიაროთ.

სურათი №5

თქვენ ძალიან ჭკვიანი და ბრძენი ადამიანი ხართ. მშვიდი ხართ, რაღაც ახლის სწავლა, კითხვა, ინფორმაციის მიღება და ანალიზი გიყვართ. და მაინც, ეს ინფორმაცია სხვებს უნდა გაიზიაროთ.

თქვენი მისია – ადამიანებს თქვენი სიბრძნით და ცოდნით შთააგონოთ, რომ ისინი რაღაც ახლისა და სასარგებლოსკენ ისწრაფვოდნენ.

სურათი №6

თქვენი ბედი მარტივი არაა, მაგრამ ამავდროულად თქვენი მისია ყველაზე მნიშვნელოვანია. შესაძლოა, წარსულში ბევრი განსაცდელის გავლა მოგიწიათ, მაგრამ ამან ვერ გაგტეხათ.

თქვენი მისია – სხვა ხალხის სიბნელიდან გამოყვანა. იქ, სადაც არის პრობლემები, ტკივილი და კრიზისი, თქვენ ყოველთვის გამოსავალს ხედავთ. თქვენი მისიაა, რომ ეს გზა სხვებს აჩვენოთ.