Connect with us

ტესტები

აირჩიეთ პეპელა და გაიგეთ, რა ჭარბობს თქვენს ხასიათში

საკუთარი თავის უკეთ შესაცნობად Alltime.ge–ს რედაქცია მარტივი ტესტის გავლას გირჩევთ. თუ გსურთ გაიგოთ, რა ჭარბობს თქვენს ხასიათში, მოცემულ სურათზე ერთ–ერთი პეპელა აირჩიეთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. ზოგიერთ კულტურაში პეპელა ადამიანის სულის განსახიერებლად ითვლება.

აირჩიეთ პეპელა და გაშიფვრა წაიკითხეთ!

პეპელა 1

თქვენი არჩევანი თავს მოხვეულ პრინციპებზე ან საზღვრებზე საუბრობს. მათი მოშორება არ შეგიძლიათ, რადგან საკუთარი აზრების გამოხატვა გიჭირთ. როგორც ჩანს, სხვებთან გულახდილად ვერ საუბრობთ.

გამორიცხული არაა, რომ თქვენ გვერდით იმყოფება ის, ვინც ამას ხელს უწყობს. დაფიქრდით, თქვენ გვერდით ხომ არაა ისეთი ადამიანი, ვინც მუდმივად თქვენს ქცევას აკრიტიკებს.

პეპელა 2

ყოველთვის ცდილობთ არჩევანის გაკეთებას თავი აარიდოთ. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნა და არჩევანის გაკეთების შეუძლებლობა თქვენთვის ადვილი ასატანი არაა.

დაფიქრდით, როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება. ყველაფერი, რაც გჭირდებათ – რაღაც კონკრეტულზე შეჩერდით.

პეპელა 3

სიტუაციის მკვეთრ ცვლილებას ვერ იტანთ. ამ შემთხვევაში ფეხიდან მიწის გამოცლას გრძნობთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გარშემო სტაბილურობა და სიმშვიდე სუფევდეს.

მათ მნიშვნელობას ზედმეტად აფასებთ. თუ რაღაც ახალს ცდით, იმედგაცრუებული არ დარჩებით.

პეპელა 4

როგორც ჩანს, გარშემომყოფებს რაღაცას უმალავთ. ნამდვილად არ ამაყობთ იმით, რაც გააკეთეთ. სავარაუდოდ, გრცხვენიათ, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ.

იძულებული ხართ გაჩუმდეთ, მაგრამ შეგიძლიათ ყველაფერი გულწრფელად თქვათ. თავიდან გაგიჭირდებათ, მაგრამ სამაგიეროდ მძიმე საიდუმლოს მოიშორებთ.

პეპელა 5

მამაცს ნამდვილად ვერ გიწოდებთ. ნებისმიერ სიტუაციაში ნებისყოფის მოკრეფა გჭირდებათ, რომ რაღაც მოიმოქმედოთ.

მაშინაც კი, თუ გიყვარდებათ, ბოლო წუთამდე შეყვარებულთან გულის გადაშლას ვერ ბედავთ. თუ ამ შიშს გადალახავთ, ბედნიერებას იპოვით.

პეპელა 6

თქვენთვის არსებობა განუყოფლად შემოქმედებით პროცესებს უკავშირდება. ბედნიერი ხართ მხოლოდ მაშინ, როცა რაიმე საინტერესოს აკეთებთ. პრობლემა იმაშია, რომ თქვენი გაგება ყველას არ შეუძლია.

შესაძლოა საქმე იმაშია, რომ თქვენს აზრებს მკაფიოდ ვერ გამოხატავთ. სამყაროსთან ურთიერთქმედება ისწავლეთ.

პეპელა 7

ძირითადად, თვით პატიოსნება და გულწრფელობა ხართ. ზოგჯერ დაუფიქრებლად უსიამოვნო რამეს ამბობთ. ასე თქვენ გვერდით მყოფ ადამიანებს გულს ტკენთ.

უფრო ნაზად მოიქეცით, რომ უხეშ ადამიანად არ ჩაგთვალონ. სინამდვილეში ხომ ასეთი არ ხართ.

პეპელა 8

ფიქრობთ, რომ იდეალური მომავლის შექმნა შეგიძლიათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ასე არ ხდება. როგორც კი ამას გააცნობიერებთ, იმედგაცრუებას შეწყვეტთ. აღიარეთ, რომ იდეალები არ არსებობს და ისიამოვნეთ იმით, რაც გაქვთ.

პეპელა 9

თავი მშვიდად რომ იგრძნოთ, ყველას და ყველაფრის გაკონტროლება გჭირდებათ. თუ რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის, წყობიდან გამოდიხართ. გარშემომყოფებს თქვენთან ურთიერთობა უჭირთ.

წესრიგი გიყვართ, ამიტომ მათგანაც იმავეს მოითხოვთ. ყველას არ შეუძლია წესების შესაბამისად მოქმედება.