Connect with us

ტესტები

აირჩიეთ პეპელა და გაიგეთ, რა ჭარბობს თქვენს ხასიათში

თუ საკუთარ თავზე მეტის გაგება გსურთ, Alltime.ge–ს რედაქცია კიდევ ერთ ფსიქოლოგიურ ტესტს გთავაზობთ. სურათზე გამოსახული პეპლებიდან აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ და ნახეთ, რა ჭარბობს თქვენს ხასიათში. ზოგიერთ კულტურაში პეპელა ადამიანის სულს განასახიერებს. უბრალოდ აირჩიეთ და გაშიფვრა წაიკითხეთ!

პეპელა 1

თქვენი არჩევანი თავს მოხვეულ პრინციპებზე ან საზღვრებზე საუბრობს. მათი მოშორება არ შეგიძლიათ, ამიტომ საკუთარი აზრების გამოხატვა გიჭირთ. დიდი ალბათობით, სხვებთან გულწრფელად საუბარი გიჭირთ.

გამორიცხული არაა, რომ თქვენ გვერდით არის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს ხელს უწყობს. დაფიქრდით, ხომ არ არის თქვენ გვერდით ადამიანი, ვინც ნებისმიერ თქვენს ქმედებას მუდმივად აკრიტიკებს.

პეპელა 2

ყველანაირად ცდილობთ არჩევანის გაკეთება თავიდან აიცილოთ. ნებისმიერ გადაწყვეტილებას რთულად იღებთ, მაგრამ თქვენთვის მუდმივად დაძაბული ყოფნა და არჩევანის ვერ გაკეთება მარტივი არაა.

დაფიქრდით, როგორ შეიძლება ამის გამოსწორება. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, – რაღაც კონკრეტულზე შეჩერდით.

პეპელა 3

სიტუაციის მკვეთრ ცვლილებას ვერ იტანთ. ამ შემთხვევაში თავს ისე გრძნობთ, თითქოსდა ფეხქვეშ მიწა გეცლებათ. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გარშემო სტაბილურობა და სიმშვიდე სუფევდეს.

მათ მნიშვნელობას ზედმეტად აფასებთ. თუ რაღაც ახალს ცდით, იმედგაცრუებული არ დარჩებით.

პეპელა 4

როგორც ჩანს, გარშემომყოფებს რაღაცას უმალავთ. დიდი ალბათობით, ჩადენილი საქციელით არ ამაყობთ. სავარაუდოდ, გრცხვენიათ, მაგრამ უკვე არაფრის გამოსწორება არ შეიძლება.

იძულებული დუმილი გტანჯავთ, მაგრამ ყველაფრის გულწრფელად თქმა შეგიძლიათ. თავდაპირველად, გაგიჭირდებათ, მაგრამ სამაგიეროდ მძიმე საიდუმლოს მოიშორებთ.

პეპელა 5

თქვენ მამაცი არ ხართ. ნებისმიერ სიტუაციაში ძალების მოკრეფა გჭირდებათ, რომ რაღაც მოიმოქმედოთ.

მაშინაც კი, როცა შეყვარებული ხართ, ბოლო წუთამდე საყვარელი ადამიანისთვის გულის გამხელა გრცხვენიათ. თუ ამ შიშს გადალახავთ, ბედნიერებას მოიპოვებთ.

პეპელა 6

თქვენთვის არსებობა შემოქმედებით პროცესთან უწყვეტ კავშირშია. ბედნიერი ხართ მხოლოდ მაშინ, როცა რაღაც საინტერესოს აკეთებთ. პრობლემა იმაშია, რომ თქვენი გაგება ყველას არ შეუძლია.

იქნებ, საქმე იმაშია, რომ საკუთარ აზრებს მკაფიოდ არ გამოხატავთ. ამ სამყაროსთან ურთიერთქმედება ისწავლეთ.

პეპელა 7

უმეტეს შემთხვევაში თავად გულწრფელობა და გულახდილობა ხართ. ზოგჯერ უსიამოვნო საკითხებზე დაუფიქრებლად საუბრობთ. ამ დროს გულს ტკენთ მათ, ვინც თქვენ გვერდითაა.

ცოტა უფრო რბილად იმოქმედეთ, რომ უხეშ ადამიანად არ ჩაგთვალონ. სინამდვილეში, ხომ ასეთი არ ხართ.

პეპელა 8

ფიქრობთ, რომ იდეალური მომავლის შექმნა შეგიძლიათ, მაგრამ გავიწყდებათ, რომ ასე არ ხდება. როგორც კი ამას გააცნობიერებთ, ცხოვრებაში იმედგაცრუებას შეწყვეტთ.

პეპელა 9

ყველაფერი და ყველა უნდა გააკონტროლოთ, რომ თავი მშვიდად იგრძნოთ. თუ რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის, წყობიდან გამოდიხართ. გარშემომყოფებს თქვენთან ურთიერთობა უჭირს.

წესრიგი გიყვართ და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვთ, მაგრამ ყველას ასე არ შეუძლია.