Connect with us

ტესტები

აირჩიეთ მშვიდობის მტრედი და მიიღეთ შეტყობინება ზეციდან

აირჩიეთ მტრედი, რომელმაც თქვენი ყურადღება მიიპყრო და ნახეთ, რა შეტყობინებას გიგზავნიან ციური სხეულები.

მტრედი № 1

თუ პირველი მტრედი აირჩიეთ, ზეციური ძალების მიერ კურთხეული ადამიანი ხართ და უდიდეს შინაგან ძალას და სიბრძნეს ფლობთ. თქვენ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ისეთ სიტუაციებს, რომლებიც ბევრს გადაულახავი ეჩვენება.

თქვენში არსებულ ძალას სიბნელისა და სირთულეების გადალახვა, ასევე თქვენთვის სწორი გზის და არჩევანის დანახვა შეუძლია.

ამ მიზეზით ადამიანი, რომელმაც ეს მტრედი აირჩია, ერთგვარ მოქმედების სახელმძღვანელოდ ითვლება, უცვლელ ფიგურად ნათესავებისა და მეგობრებისთვის, რომელთაც მასთან ერთად გზის გავლის პატივი ერგოთ.

პირველი მტრედის შეტყობინება კარგი ნიშანია: არანაირი გაჭირვება მარადიული არაა და შფოთვას აუცილებლად სიმშვიდე შეცვლის.

მტრედი № 2

ეს მტრედი საუბრობს, რომ თანამგრძნობი, გულწრფელი, ერთგული ადამიანი ხართ. თქვენ ყველაზე თამამი და რთული ამოცანების გადაჭრა შეგიძლიათ.

გარშემომყოფებისთვის სინათლე და სიხარული მოგაქვთ, სამყაროს უკეთეს ხდით, ხოლო გარშემომყოფებს – უფრო ცნობიერს და განათლებულს.

ამ არჩევანის უნივერსალური არსი: იმედი არასდროს დაკარგოთ, სასოწარკვეთაში არ ჩავარდეთ და სინათლის და იმედის მომტანი შუქურა იყავით.

მტრედი № 3

ეს მტრედი ვინც არ უნდა აირჩიოს, გულუხვი ადამიანია, რომელსაც ნებისმიერი სირთულის და დაბრკოლების გადალახვა შეუძლია.

თქვენი მისიაა დაეხმაროთ სხვებს, ვინც გზააბნეულია და ცხოვრების აზრი დაკარგა.

ამ მტრედის მთავარი გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ  სხვებისთვის გაზიარება, ნდობის ჩანერგვა და პოზიტივის გადაცემა არ შეწყვიტოთ.

ასეთი ადამიანების ნიჭი სწორედ უშრეტ რწმენაშია, რომ ადამიანი ცხოვრებაში მარტო არასდროსაა და სადღაც კუთხეში სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება.