Connect with us

ტესტები

აირჩიეთ კატა, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და გაიგეთ რაღაც ახალი საკუთარ თავზე

თანამედროვე სამყარო სწრაფ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მოითხოვს. წარმატების მისაღწევად პასუხისმგებლობის აღების არ უნდა შეგეშინდეთ, ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვება და მათი მართვა უნდა შეგეძლოთ. ამას ლიდერულ თვისებებს უწოდებენ. გაქვთ ლიდერული ჩანასახები? ამის გასაგებად Alltime.ge-ს რედაქცია მარტივი და საინტერესო ტესტის გავლას გთავაზობთ.

მოცემულ სურათზე აირჩიეთ კატა, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და გაიგეთ საინტერესო რამ საკუთარი თავზე.

A – ქარიზმატული ლიდერი

ცეცხლოვანი ქარიზმის მქონე ლიდერი ხართ. მახვილი გონება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაში გეხმარებათ. ჭკვიანი, მომხიბვლელი და გულუხვი, აზარტული და ვნებიანი ხართ. ხალხი გენდობათ, რადგან თქვენს ხიბლს მათი შთაგონება და მოტივირება შეუძლია. ერთი შეხედვით შეუსრულებელი მისია შეგიძლიათ 120%–ით შეასრულოთ, თუ გამოწვევას მიიღებთ!

B – მშვიდი და მოდუნებული ლიდერი

როგორც ორკესტრის დირიჟორს, თანმიმდევრულად და ორგანიზებულად ხელმძღვანელობა შეგიძლიათ. გაფასებენ, რადგან ხალხს მათი კრეატივის და უნარების გამოვლენის საშუალებას აძლევთ. სტრესულ სიტუაციას არასდროს ქმნით, ამიტომ გუნდს მართავს არა უფროსობის წინაშე შიში, არამედ ღრმა პატივისცემა. რა თქმა უნდა, დრო და დრო ბრაზდებით, მაგრამ საჭირო დროს მოთმინების გამოჩენა შეგიძლიათ. გუნდს თქვენთან ერთად განვითარება სიამოვნებს.

C – სუსტი ლიდერი

კეთილი და სუსტი ლიდერი ხართ. გარშემომყოფებს საშუალებას აძლევთ თავი ისე კომფორტულად და მშვიდად იგრძნონ, რომ ზოგჯერ რთული სათქმელია ლიდერი თქვენ ხართ თუ გუნდის რიგითი წევრი. გადაწყვეტილების მიღებამდე თითოეულის აზრს ისმენთ. ძალიან მიმზიდველი, სანდომიანი გარეგნობა გაქვთ, ამიტომ ხალხი გრძნობს, რომ ნებისმიერი თხოვნით და კითხვით შეუძლიათ მოგმართონ.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ტესტი საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ და ამოიცნობთ ისეთ თვისებებს, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გქონდათ, და რომელთაც სამომავლოდ განავითარებთ. მოგეწონათ ტესტი? მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.