Connect with us

მოდა და სტილი

აირჩიეთ თქვენი ნიშანი და გაარკვიეთ, რომელი ვარცხნილობა უსვამს ხაზს თქვენს ხასიათს

ადამიანს ყოველთვის ის სურს, რაც არ აქვს. მაგალითად, გრძელთმიანს – მოკლე თმა, მოკლეთმიანს – გრძელი, სწორი თმის მფლობელს – თმის დახვევა, ხვეულთმიანს – თმის გასწორება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ვარცხნილობის სწორად შესარჩევად თქვენი ზოდიაქოს ნიშანი გაითვალისწინოთ.

თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს განსხვავებული ხასიათი აქვს, რომლის გამოკვეთაში ზოგიერთი ვარცხნილობა დაგეხმარებათ. გიამბობთ, რომელი ვარცხნილობაა თქვენი შესაფერისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

წარმატებული ვარცხნილობები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი

ვერძი თავდაჯერებულია, წინ შეუპოვრად მიიწევს. მოუხდება მოცულობითი ტექსტურირებული ვარცხნილობა. ასე მისი ხასიათი საუკეთესოდ წარმოჩნდება.

კურო

კონსერვატიულ და კლასიკის მოყვარულ კუროს საშუალო სიგრძის თმა მოუხდება. მაგალითად, გრძელი ბობი.

ტყუპები

გონიერ, ექსპერიმენტების და კაშკაშა სტილის მოყვარულ ტყუპებს ფრანგული ბობი წინამოთი მოუხდება. მის ხასიათს გამოკვეთს.

კირჩხიბი

ემოციურ და მგრძნობიარე კირჩხიბს, რომელსაც ხასიათი ხშირად ეცვლება, მოკლე ვარცხნილობა არ შეეფერება. უმჯობესია გრძელი თმა, რომელსაც სხვადასხვა მეთოდით დაივარცხნის.

ლომი

ლომის ნიშნის წარმომადგენელს ამ ცხოველების მეფის შესაფერისი ფაფარი დაამშვენებს. მასზე მოცულობითი ვარცხნილობა დიდებულად გამოიყურება.

ქალწული

მკაცრ და ელეგანტურ ქალწულს მასავით მკაცრი ვარცხნილობა უხდება. ბობი ნიკაპამდე მის ხასიათს კარგად წარმოაჩენს.

სასწორი

რომანტიკული სასწორი კარგი მეგობარი და პარტნიორია. სხვებშიც იმავეს ეძებს. მოვლილი გრძელი, მსუბუქად დატალღული თმა მისთვის შესაფერისია.

მორიელი

ძლიერი და შეუპოვარია, ამიტომ უკომპრომისო ვარცხნილობა სჭირდება. მაგალითად, სწორი ბობი მკაფიო ხაზებით.

მშვილდოსანი

თავისუფლება უყვარს და ოპტიმისტია. სხვების აზრი არ აინტერესებს. ზუსტად იცის, რა უნდა. ნაზი პიქსი მისთვის შესაფერისია.

თხის რქა

თვითკრიტიკულია და საკუთარ თავსაც მკაცრ მოთხოვნებს უწესებს. სპონტანური ვარცხნილობა მისი შესაფერისი არაა. მხრებამდე სიგრძის თმა შეეფერება.

მერწყული

ორიგინალურად აზროვნებს, ყოველთვის არასტანდარტულ გამოსავალს ეძებს. რუტინას ვერ იტანს. ბობი ჩოპი მისთვის შესაფერისია.

თევზები

შემოქმედებითი და მგრძნობიარეა. რბილი ვარცხნილობა შეეფერება. მაგალითად. წინამო ფარდა, რომელიც მის ქალობას ხაზს უსვამს. ვარცხნილობა შეგისთან კომბინაციაში შესანიშნავია.

ზოდიაქოს ნიშნის გარდა, თქვენს სტილს და სახის ფორმას ყურადღება მიაქციეთ. მოცემული რჩევების გათვალისწინებით თქვენთვის შესაფერისი ვარცხნილობა შეარჩიეთ, რომელიც თქვენს ხასიათს საუკეთესოდ გამოავლენს.

Advertisement