Connect with us

ტესტები

აირჩიეთ თაიგული და წაიკითხეთ ამ კვირის შეტყობინება

შემოდგომის თაიგულები ფერების განუმეორებელი ბუნტი და არომატების სიმდიდრეა. ისინი შემოდგომის საჩუქრებს აერთიანებენ, შთაგვაგონებენ და გვხიბლავენ. შემოდგომის თაიგულებში შეიძლება შეგხვდეთ არა მხოლოდ ყვავილები, არამედ კენკრა, თავთავი და ხილი. ამ დახვეწილი, ლამაზი თაიგულით დიდხანს ტკბობა გვსურს.

Alltime.ge–ს რედაქცია საინტერესო ფსიქოლოგიურ ტესტს გთავაზობთ. უბრალოდ ერთ–ერთი შემოდგომის თაიგული აირჩიეთ და კვირის შეტყობინება წაიკითხეთ.

თაიგული 1

გსურთ გიმართლებდეთ?  წინ იარეთ!  იღბალი არ მოდის მასთან, ვინც ზის და ელოდება. ის ეხმარება მას, ვისაც მისი სჯერა, წინ მიიწევს და რისკავს.

ამ კვირაში ყველა მიმართულებით პროდუქტიულობა გაიზრდება. მაქსიმალურად გამოიყენეთ და ზეგანაკვეთური მუშაობის არ შეგეშინდეთ, რადგან თქვენი მუშაობა გრძელვადიანი პერსპექტივით ანაზღაურდება.

რაც შეეხება სიყვარულს, დიდხანს არ იფიქროთ, უბრალოდ გულის ხმას მიენდეთ და გააკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად გსურს. თუ ვინმესთან ყოფნა გსურთ, გააკეთეთ. თუ ამის წაკითხვისას, ვინმე გაგახსენდათ, ეს მომენტი არ გაუშვათ.

ფინანსური კუთხით რაიმე განსაკუთრებულს არ ელოდოთ. ბედი ყოველთვის გამოცადეთ, თუნდაც შანსები თქვენს წინააღმდეგ მოქმედებდეს. ადამიანები ლატარეაში იგებენ და კარგ ბიზნესს აკეთებენ. არავინ იცის, როდის გაგიმართლებთ, ამიტომ ყველა შანსი გამოიყენეთ.

თაიგული 2

ნებისმიერ საქმეში მიზნის მისაღწევად ყველაზე დიდი დაბრკოლება დაღლილობა და არაფრის კეთების ცდუნებაა. აპათიას თქვენი პოტენციალის განადგურების საშუალება არ მისცეთ.

წარმატებას ვერ მიაღწევთ, სანამ ბევრს არ იშრომებთ. თითოეული წარმატება მუდმივი ბრძოლის შედეგია. გზაზე ბევრი დაბრკოლება დაგხვდებათ, ასე რომ მზად იყავით. მათ დამარცხების უფლება არ მისცეთ.

ამბობენ, რომ სიყვარული ჯადოქრობაა. ნამდვილად ასეა და ამიტომ თავისი ახალი წარმოსახვით გვაოცებს. სიყვარულის ძალა ისეთივე მიუწვდომელია, როგორც მზე. სიყვარულის სხივებით სხვები გაათბეთ და ბედნიერებით დატკბით.

არაფერი სჯობს კარგ მდგომარეობაში ყოფნას და იმის ცოდნას, რომ ეს მძიმე შრომის შედეგად დაიმსახურეთ. შემდეგში, როცა ფუფუნებით ისიამოვნებთ, გაიხსნეთ, როგორ გახდით ასეთი ადამიანი და იამაყეთ.

თაიგული 3

უარყოფა ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა. დანებება, არაფრის კეთება და იღბლის ლოდინი უბრალოდ სისულელეა. თუ გსურთ, რომ იღბალი თქვენს მხარეს იყო, საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ და თვით სრულყოფილებაზე იმუშავეთ.

დაფიქრდით, რამდენად ღირს იმ ადგილას ყოფნა, სადაც ახლა ხართ. ზოგჯერ შეიძლება საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული იყოთ და ფაქტებიც თქვენს სასარგებლოდ მეტყველებდეს, მაგრამ მოწინააღმდეგე ზედმეტად ჯიუტი იყოს, რომ ეს აღიაროს. ამ დროს სჯობს უბრალოდ უგულებელყოთ და წინსვლა გააგრძელოთ.

როცა საქმე სიყვარულს ეხება, ნუ ეცდებით თავი უკეთ წარმოაჩინოთ, ვიდრე ხართ. ყოველთვის იყავით ისეთი, როგორიც ხართ. თავდაჯერებული იყავით და დარჩით მათთან, ვინც გაფასებთ.

ზოგჯერ თქვენს გატაცებას ფული მოაქვს. თქვენს ინტერესებზე დაფიქრდით და ამ სფეროში ექსპერტი გახდით. სასარგებლო მომსახურების გაწევით ფული გამოიმუშავეთ.