Connect with us

ტესტები

აირჩიეთ ბუმბული და გაიგეთ, რას ამბობს თქვენს შესახებ

თითოეული ადამიანი უნიკალურ თვისებებს და შესაძლებლობებს ფლობს. ფსიქოლოგებმა ადამიანების დასაჯგუფებლად ახალი მეთოდები და კრიტერიუმები შეიმუშავეს. უმეტესობა მათგანი ფერის და ფორმის თეორიებს ეყრდნობა და ეს ტესტი გამონაკლისი არაა.

Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ ტესტს პიროვნების გამოსაცნობად. სურათზეა 6 ბუმბულია გამოსახული. მათ ფორმას, ფერს დააკვირდით და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ ან რომელთანაც საკუთარ თავს აიგივებთ. ნახეთ, რას ამბობს თქვენი არჩევანი!

ბუმბული № 1

შემოქმედებითი პიროვნება ხართ. ყველგან წარმატების მიღწევას ცდილობთ და ძლიერი გამტანი ხასიათი გაქვთ. პერფექციონისტი ხართ, ამიტომ წყობილებიდან გამოდიხართ, როცა რაღაც ისე არ ხდება, როგორც ელოდით.

ბუმბული № 2

ახალ გარემოებას და პირობებს ადვილად ეგუებით. გარდა ამისა, ახალ ინფორმაციას და უნარებს ადვილად ითვისებთ, თუმცა მარტოობაში ყოფნას უპირატესობას ანიჭებთ. და მაინც, ახლობლები ყოველთვის მზად არიან მხარი დაგიჭირონ.

ბუმბული № 3

ბუნებით მეწარმე ხართ. მოგწონთ, როცა ყოველთვის მოძრაობაში ხართ და ერთდროულად რამდენიმე პროექტში მონაწილეობთ, მაშინაც კი, თუ მხოლოდ ერთი მიზნის განხორციელებას აპირებთ.

ბუმბული № 4

ჰარმონია გიზიდავთ. ყოველთვის ცდილობთ სხვებს დაეხმაროთ და ირგვლივ ისეთი ხალხი გყავთ, ვისაც უყვარხართ და ვისთანაც საერთო ინტერესები გაერთიანებთ.

ბუმბული № 5

ზედმეტად კრეატიული და მხატვრული ხართ, თუმცა ზოგჯერ საკუთარ შესაძლებლობებს და ნიჭს ამცირებთ, რადგან წარუმატებლობის გეშინიათ.

ბუმბული № 6

დამოუკიდებელი ხართ. თქვენ შეიძლება წარმოუდგენელ სიმაღლეს და მიზნებს სხვების დახმარების გარეშე მიაღწიოთ. ამასთან სხვებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარების სწავლა ხელს არ შეგიშლით.

ტესტის შედეგებს ეთანხმებით? თქვენს რეალობას შეესაბამება თუ საერთოდ ახლოს არაა? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.