Connect with us

ყვავილები

ბებიამ მასწავლა, რატომ არ უნდა დავთესოთ ნიორი, მიცვალებულთა ხსენების დღეებში

აგარაკზე მეზობელმა, რომელიც წლების განმავლობაში აგრონომად მუშაობდა, მასწავლა, როდის დავთესო საშემოდგომო ნიორი, რომ უხვი მოსავალი მივიღო. მისი რჩევები დამეხმარა.

შარშან ნიორი დიმიტრის შაბათს, მიცვალებულთა ხსენების დღეს დავთესე. მთელი მოსავალი გახმა და დაიკარგა. ახლა ვიცი, რა შეცდომა დავუშვი. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რჩევებს, როდის სჯობს საშემოდგომო ნიორის დათესვა. ეს უხვი მოსავლის გარანტიას იძლევა.

საშემოდგომო ნივრის თესვა 2022 წელს

მიცვალებულთა ხსენების დღეებში რაიმეს დარგვა ცუდის ნიშანია. ამბობენ, რომ ასე კარგ მოსავალს ვერ მიიღებთ. ალბათ, იტყვით, რომ ყოველ მეორე დღეს საეკლესიო დღესასწაულია და როდის მივხედოთ საქმეს, როგორიცაა ნერგების დარგვა, ბოსტნის მოვლა, სახლის დალაგება. და მაინც, ასეთი ნიშნები ტყუილად არ არსებობს.

გამოცდილი აგრონომიც ამბობს, რომ მიცვალებულთა ხსენების დღეებში საშემოდგომო ნივრის დარგვა არ ღირს.

ნიორი ძლიერი ყინვების დაწყებამდე 1,5-2 კვირით ადრე უნდა დარგოთ. სწორედ ამიტომ, თქვენს რეგიონში ამინდის პროგნოზს დააკვირდით.

მთავარი პირობა: დილით მიწის ტემპერატურა ზედიზედ რამდენიმე დღე 15 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს. ჰაერის ტემპერატურა 5-7 გრადუსი უნდა იყოს. როცა სტაბილურად ასეთი ამინდია, ნიორი შეგიძლიათ დარგოთ.

ნივრის დარგვის წესები

მიწა წინასწარ მოამზადეთ. ნეშომპალა, კომპოსტი ან ბიოჰუმუსი დაუმატეთ. დოლომიტის ფქვილი ან ხის ნაცარი დაუმატეთ, თუ მიწას მჟავიანობის შემცირება სჭირდება. კარგია, თუ გამოიყენებთ პრეპარატს სასარგებლო მიწის სოკოთი „მიკორიზას“. ის პათოგენებს და მავნებლებს კლავს.

ნივრის თავები დარგვამდე კბილებად დაყავით. ასე ძირი არ გახმება. სხვადასხვა ჯიში დარგეთ. მაგალითად, ორი ჯიში საკმარისია, რომ რისკები შეამციროთ და მოსავალი ნამდვილად მიიღოთ. სანამ დარგავთ, ნივრის კბილები ლპობისა და სხვა სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ დაამუშავეთ.

დასამუშავებლად გამოიყენეთ ხის ნაცარი (2 ჭიქა 3 ჭიქა მდუღარე წყალზე, რამდენიმე დღე გააჩერეთ) ან ფიტოსპორინის ნაყენი, რომლის საფუძველი თივის ჩხირის ბაქტერიაა. ასე ლპობას მოიშორებთ. 3%–იანი წყალბადის ზეჟანგიც კარგია. მასში თესლი ჩაალბეთ, სანამ დათესავთ.

ასევე ნივრის დასამუშავებლად სასარგებლო კოქტეილი შეგიძლიათ გააკეთოთ. მაგალითად, ფიტოსპორინი, სპორობაქტერინი, ეპინი და ფიტოვერმი. დასარგავად ნოემბრის მეორე ნახევარი უფრო შესაფერისია, კონკრეტული თარიღი თქვენი რეგიონის მიხედვით განსაზღვრეთ.

თავად გადაწყვიტეთ, როდის დათესავთ საშემოდგომო ნიორს 2022 წელს, მაგრამ 1-10 ნოემბერს ეს არ გააკეთოთ. ყველაზე ხელსაყრელი დღეები მთვარის კალენდრის მიხედვით: 12, 13, 14, 20, 21, 22, 23, 25, 26 და 27 ნოემბერი.

Advertisement