Connect with us

საკითხავი

აანთეთ სანთელი 11 მარტს, რომ გარდაცვლილი ნათესავების ხსოვნას პატივი მიაგოთ

11 მარტს მართლმადიდებლები ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას აღნიშნავენ. დიდი მარხვის მეორე შაბათი, მიცვალებულთა  ხსენების დღე ახლოვდება. ეს დღე სწორად უნდა გაატაროთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს. პატარა სპოილერი: ლოცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სასაფლაოზე წასვლა.

ლოცვა მიცვალებულთა ხსენების დღეს

საეკლესიო წესდებით, მიცვალებულთა მოხსენიება დიდი მარხვის მე-2, მე-3 და მე-4 შაბათს ხდება. ამ პერიოდში მორწმუნე ქრისტიანებმა უნდა გამოავლინონ ისეთი თვისებები, როგორიცაა სიკეთე და გულმოწყალება. ეს ხომ სწორედ ისაა, რაც ხალხს უფლისგან სურთ.

იმქვეყნიურ სამყაროში მოხვედრისას ცოდვილებს უფლისადმი ლოცვის შესაძლებლობა აღარ აქვთ. სწორედ ამიტომ, მიცვალებულთათვის ლოცვა ყველა ცოცხალი ქრისტიანისთვის სავალდებულოა. გარდაცვლილთა სულთათვის ერთადერთი იმედია ის, ვინც დედამიწაზე იმყოფება.

მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა გაიხსენოთ გარდაცვლილი მშობლები, ასევე ბებია და ბაბუა, რომლებმაც მშობლებს სიცოცხლე მისცეს, ასევე პირდაპირი და ირიბი გზით ნათესავები.

11 მარტს, დიდი მარხვის მე–2 შაბათს ეკლესიაში შესაწირი უნდა წაიღოთ და სპეციალურ მაგიდაზე დატოვოთ. ეკლესიაში მას საჭიროებისამებრ გამოიყენებენ ან ღარიბებს დაურიგებენ. ასე მიცვალებულთა ხსოვნას პატივს მიაგებთ.

ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ეკლესიაში და სასაფლაოზე წასვლას შორის ყოველთვის პირველი აირჩიეთ. მსახურებისას თქვენი გული უფალს მიუახლოვდება, ხოლო მიცვალებულთათვის ლოცვა ადრესატამდე მივა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასაფლაოზე წასვლა და მიცვალებულთა მარადიული განსასვენებელი ადგილის დასუფთავება არ შეიძლება. მით უფრო, ირგვლივ ბალახი და სარეველები შეიძლება გაზრდილი იყოს. მარმარილოს ფილებზე ყვავილები შეგიძლიათ მიიტანოთ. მართალია, ყველა არ გამოგადგებათ.

რა უნდა გააკეთოთ 2023 წლის 11 მარტს

იცით, რომ ეკლესიის კარი ხალხისთვის ყოველთვის ღიაა. თუმცა მიცვალებულთა შაბათის წინა დღეს, პარასკევ საღამოს მრევლს განსაკუთრებით ელოდებიან. ამ დროს ეკლესიაში სულის მოსახსენებელი ლიტურგია იმართება, რომელსაც პანაშვიდი ეწოდება. ასეთი მსახურება შაბათს დილითაც ტარდება.

მათთვის, ვინც ეკლესიაში რეგულარულად დადის, ასეთი დღეები მოულოდნელი არაა. თუ არ იცით, როგორ მოემზადოთ მიცვალებულთა ხსენების დღისთვის, მამაოს რჩევა ჰკითხეთ. სასულიერო პირი დეტალურად აგიხსნით, რა უნდა გააკეთოთ, საჭირო ლოცვას გირჩევთ და შესაბამის მითითებებს მოგცემთ.

ტრადიციულად, მრევლი მიცვალებულთა მოსახსენებლად სიას ამზადებს. მასში გარდაცვლილების სახელები შეგიძლიათ ჩამოწეროთ. თუმცა მხოლოდ იმათი მოხსენიება შეიძლება, რომლებიც მონათლულნი იყვნენ. მოუნათლავი ნათესავისთვის სახლში ან სასაფლაოზე შეგიძლიათ ილოცოთ. გარდა ამისა, სანთლებთან დაკავშირებული შეზღუდვები არსებობს. სანთლებს არა ხატების წინ, არამედ ჯვარცმის მახლობლად ანთებენ. ამისთვის ეკლესიაში გამოყოფილია სპეციალური მაგიდა.

მაგიდაზე იდება პროდუქტები: ტკბილეული, პური, ბოსტნეული და ხილი, ასევე ფქვილი სეფისკვერისთვის და კაჰორი. აკრძალულია ხორციანი პროდუქტების მიტანა. გახსოვდეთ, რომ გარდაცვლილთა მოხსენიება ალკოჰოლის მიღებით არ შეიძლება. ეს ცოდვაა. გარდა ამისა, ეკლესია მიცვალებულთა ხსენების დღეს დიდ სუფრებს გმობს.

თუ ეკლესიაში წასვლას ვერ ახერხებთ, სახლში ილოცეთ. აუცილებლად გაიხსენეთ ყველა მიცვალებულის სახელი, რომელთა მოხსენიებაც გსურთ. გირჩევთ, მათი სახელები ქაღალდზე ჩამოწეროთ და ლოცვისას ხმამაღლა წარმოთქვათ.

რომელი ლოცვა წავიკითხოთ

სხვადასხვა ლოცვა არსებობს. თითოეული მიცვალებულთა მოსახსენებლად შესაფერისია. ერთ–ერთ მათგანს გიზიარებთ.

მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, ცოდვათა მიმტევებელმან და უშჯულოებათა აღმხოცელმან, უძალო-ჰქმენ, მიუტევენ და შეუნდვენ ყოველნი შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი. იხსენ, უფალო, იგი სამარადისოისა სატანჯველისა და გეჰენიისა მის ცეცხლისაგან უშრეტისა, ნეტარ-ყავ და თანაზიარ იგი საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა, რომელნი განუმზადენ მოყვარეთა შენთა. დაღაცათუ გცოდა, უფალო, არამედ არა განდგა შენგან, არცა შეორგულდა, არამედ ესავდა სამებასა წმიდასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, და შენ, ერთსა სამებისაგანსა, განკაცებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, და ვიდრე უკანაისკნელად აღმოფშვინვამდე მართლმადიდებლობით აღიარებდა სამებასა ერთარსებასა, ვინაიცა მოწყალე ექმენ მას და რწმენაი მისი შენდა მომართ, ვითარცა ღვაწლი დიდი, მიითვალე და მოწყალებითა შენითა წმიდათა შენთა თანა განუსვენე. ამინ.

11 მარტი, მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღე გონივრულად გაატარეთ. უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ახლობლებს!

Advertisement