ჯანმრთელობა
ჰორმონალური დისბალანსის მთავარი ნიშნები
თუ ერთხელ, შუაღამით ოფლში ისე გაღვრილმა გაიღვიძეთ, თითქოსდა ახლახანს ინტენსიურად ივარჯიშეთ, თქვენ მარტო არ ხართ. მოსახლეობის დაახლოებით 3%-ს ღამით ოფლიანობა ან, როგორც ექიმები ამბობენ, ღამის ჰიპერჰიდროზი აწუხებს.
თუ მსგავსი მდგომაროება ხშირად მეორდება, სავარაუდოდ, პრობლემა ჰორმონების წარმოების დარღვევაშია.
თირკმელზედა ჯირკვლებში, საკვერცხეებში, ფარისებრ ჯირკვლებში, კუჭქვეშა ჯირკვლებში და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჰორმონების წარმოება მუდმივად ხდება, რომელიც შემდეგ მთელ ორგანიზმში ვრცელდება.
ჰორმონალური რყევების მიმართ ქალებს უფრო აქვთ მიდრეკილება, თუმცა მსგავსი დისბალანსი კაცებშიც გვხვდება.
ღამით ოფლიანობის მიზეზები
ქვემოთ მოცემულია, ღამით ოფლიანობის ძირითადი მიზეზები და რამდენიმე მარტივი გადაწყვეტილება, რომლებიც ბუნებრივი გზით პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.
მენოპაუზა
მენოპაუზა ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესია, რომელიც რეპროდუქციული ჰორმონების, მათ შორის ჰონადოტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონის (GnRH), ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH), ლუტეინიზირებული ჰორმონის (LG), ესტროგენის (სამი ტიპი: ესტროგენი, ესტრადიოლი და ესტრიოლი), პროგესტერონის და ტესტოსტერონის დონის ცვლილებებით არის გამოწვეული.
40-დან 50 წლამდე ასაკის ქალებში, რომლებიც მენოპაუზას გადიან, მსგავსმა ჰორმონალურმა დისბალანსმა შეიძლება მენოპაუზის სხვადასხვა არასასურველი სიმპტომები გამოიწვიოს, მათ შორის ღამით ოფლიანობა და ცხელება.
მენოპაუზის გამო ღამით ცხელება მინიმუმამდე რომ დაიყვანოთ, შემდეგი ზომები უნდა მიიღოთ:
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის მიღება ჰორმონალური დონის დარეგულირებაში დაგეხმარებათ და მენოპაუზის სიმპტომებს შეასუსტებს. იდეალური იქნება, თუ ყოველდღე ომეგა 3-ით მდიდარ პროდუქტებს, მაგალითად, ორაგულს და ნიგოზს მიიღებთ.
ეკოლოგიურ და საკვებ ტრიგერებს მოერიდეთ. ზოგიერთი პროდუქტი ჰორმონალური დისბალანსის ზრდას ხელს უწყობს.
ზოგიერთ ფაქტორს სხეულის ტემპერატურის მატება შეუძლია:
- ალკოჰოლი
- კოფეინი
- სტრესი
- თამბაქოს მოწევა (მათ შორის პასიურიც ითვლება)
- ცხარე საკვები
- ძალიან თბილი საძინებლის აქსესუარების გამოყენება ან, პირიქით, საძინებელ ოთახში ძალიან მაღალი ტემპერატურა
ჰორმონალური დისბალანსი
ჰორმონალურმა დისბალანსმა, რომელიც მენოპაუზას არ უკავშირდება, შეიძლება ღამით ოფლიანობა გამოიწვიოს.
ჰორმონების დარეგულირების რამდენიმე ბუნებრივი მეთოდი:
1. სტრესის შემცირება
სტრესი ჰორმონალური დისბალანსის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზია.
2. ჯანსაღი ცხიმები მიირთვით
სხვადასხვა პროდუქტებით მდიდარი პროდუქტები, რომლებიც მოკლე, საშუალო და გრძელი ჯაჭვის მქონე ცხიმოვან მჟავებს შეიცავენ, ჰორმონების ნორმალური დონის შენარჩუნების ამოსავალი წერტილია.
ცხიმი ჰორმონების წარმოების საშენი მასალაა, ამასთან ის ანთებით პროცესებს ებრძვის და ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. სასარგებლო ცხიმების წყაროა: ქოქოსის ზეთი, ავოკადო, ორაგული.
ღამით ოფლიანობა შეიძლება ზოგიერთი სახის სიმსივნემ გამოიწვიოს. თუ ამ სიმპტომთან ერთად გაწუხებთ სხვა სიმპტომებიც, მაგალითად უმიზეზო წონის კლება, ეს სერიოზული მიზეზია, რომ ექიმს მიმართოთ.