Connect with us

საკითხავი

ჰაერის გამწმენდს თავად ვაკეთებ, რომ სახლი სასიამოვნო არომატით გაივსოს

ამბობენ, რომ ფინანსები მხოლოდ სუფთა და კარგი სურნელის მქონე სახლში მოდის. სახლი სასიამოვნო არომატით გაავსეთ. გირჩევთ, ჰაერის გამწმენდი თავად გააკეთოთ, რადგან მაღაზიაში ნაყიდი ბევრ ქიმიას შეიცავს და ის ეფექტი არ აქვს.

Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა მოაყაროთ ავეჯს და ხალიჩას კარგი სურნელისთვის.

შინ გაკეთებული ჰაერის გამწმენდი

მარტივი, შეიძლება ითქვას, ბანალური საშუალებაა. მის მოსამზადებლად ჩვეულებრივი სოდა დაგჭირდებათ. ბინის ზომას ყურადღება მიაქციეთ, მაგრამ 2 სუფრის კოვზი უნდა გეყოთ. ნახევარი სუფრის კოვზი მარილი დაუმატეთ და აურიეთ. ეთერზეთის არჩევის დროა.

გემოვნებით შეარჩიეთ. მაგალითად, ლავანდა, ვანილი. თუ მხნედ და აქტიურად ყოფნა გსურთ, ციტრუსი გამოგადგებათ, სიმშვიდისთვის – ჩაის ხე და ევკალიპტი. თუ სუნი მოგწონთ, თამამად აიღეთ. ალერგიის არსებობაც გაითვალისწინეთ.

სოდისა და მარილის ნარევს 10 წვეთი ეთერზეთი დაუმატეთ. შეგიძლიათ მეტი დაუმატოთ, მაგრამ ასე ნაჯერ სუნს მიიღებთ. კარგად აურიეთ და ბინა დაამუშავეთ. ნარევი საცერში ჩაყარეთ და ხალიჩას მოაყარეთ. 20 წუთში მტვერსასრუტით გაწმინდეთ. ხალიჩა არომატს შთანთქავს და სურნელს გააფრქვევს.

პროცედურა რბილ ავეჯზე გაიმეორეთ. ჩაღრმავებებთან ფრთხილად იყავით, რადგან ნარევის ამოღება გაგიჭირდებათ. ძლიერი მტვერსასრუტი სპეციალური საცმით გამოიყენეთ. თუ ნარევი მაინც დარჩა, მიკროფიბრის ჩვარი წყალში დაასველეთ და გადაწმინდეთ. ნარევს და ზედმეტ მტვერს მოიშორებთ.

თუ სახლში კატას ან ძაღლს ზრდით, მათი საწოლიც გაწმინდეთ. ეთერზეთიანი ნარევი არ გამოიყენოთ. მხოლოდ სოდა საკმარისია, რომ ცხოველის საწოლი გაწმინდოთ და უსიამოვნო სუნი შთანთქათ. სოდა მოაყარეთ, 20 წუთის შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ. ასე სახლში სასიამოვნო არომატი გაიფრქვევა, ოთახში ყოფნა და კარგი წიგნის წაკითხვა სასიამოვნო გახდება. მაშინვე სიმყუდროვეს და იდეალურ სისუფთავეს იგრძნობთ.

Advertisement