Connect with us

ყვავილები

ჯუჯა პომიდვრები, რომელთაც ყოველდღე ნამხარის მოშორება არ სჭირდებათ

Аlltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გაზარდოთ ჯუჯა პომიდვრები. დამწყები მებაღეც წარმატებით გაზრდის. ასეთი პომიდვრის ზოგიერთი სახეობა აივანზე შეგიძლიათ გაზარდოთ და ყოველდღე ახალი ბოსტნეული მიირთვათ.

ჯუჯა პომიდვრები

ამ ბოსტნეულის მთავარი უპირატესობა სიმაღლეა. საყრდენი და მასზე დახვევა არ სჭირდება. მაღალი სათბურიც არ სჭირდება. პატარა პომიდვრის ნერგები პლასტმასის ჭიქებში შეგიძლიათ გაზარდოთ.

ასეთ პომიდორს ნამხარის მოშორებაც არ სჭირდება. ახალი კალმების რაოდენობაში შეზღუდვა გამართლებულია იმით, რომ მცენარე მთელ ძალას ნაყოფის ფორმირებაზე ხარჯავს. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ მცენარეს დახვევა სჭირდება. მაგალითად, როცა ნაყოფი მიწას ეხება და მისი სავაჭრო გარეგნობა შეიძლება დაზიანდეს.

მეთოდი ჭიქებით

ჯუჯა პომიდვრის ნერგები ჭიქებში სახლში შეგიძლიათ გაზარდოთ. ამ მიზნით ფანჯრის რაფაზე არ მოათავსოთ. აქ ტემპერატურა ხშირად მერყეობს, რაც ნერგებს აზიანებს. პატარა ნერგები იატაკზე დააწყვეთ. აქ არაფერი ემუქრება.

როცა ნერგები მოძლიერდება და გარეთ მინუს ტემპერატურა აღარაა, ფანჯრის რაფაზე შეგიძლიათ გადაიტანოთ. დასათესად 0,5 ლ მოცულობის პლასტმასის ჭიქები მოამზადეთ. ჭიქაში ტორფი ჩადეთ და 10–15 თესლი ჩარგეთ. როცა ზრდას დაიწყებს, თითოეული პომიდორი ცალ–ცალკე 100 გ ტევადობის ჭიქებში გადაიტანეთ.

ტორფი ნერგს სხვადასხვა უსიამოვნებისგან იცავს. ასე ნერგები გასაძლიერებლად მარტივად შეგიძლიათ გაიტანოთ. მაგალითად, სათბურში. თავიდან ცოტა ხნით დატოვეთ, 2–3 კვირაში ნერგები სიცივეში მთელი ღამე შეგიძლიათ გააჩეროთ. ამინდის პროგნოზს ყურადღება მიაქციეთ. თუ ყინვაა მოსალოდნელი, ციცქნა პომიდვრებს აგრობოჭკო დააფარეთ.

ნაკვეთზე მუშაობა

ნერგი ბოსტანში აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გადარგეთ, როცა ყინვების საფრთხე აღარ არსებობს. ჯუჯა პომიდვრები რიგში ერთმანეთისგან 30 სმ დაშორებაზე დარგეთ. რიგებს შორის დისტანცია 1 მ უნდა იყოს.

სიტუაციის მიხედვით უნდა მორწყათ. პირველად ნერგების მიწაში დარგვისას უხვად მორწყეთ. შემდეგ ამინდს დააკვირდით. წვიმის წყალი შეიძლება საკმარისი იყოს. თუ გვალვაა, ხელით მორწყვა აუცილებელია. ზედმეტად ბევრი წყალი პომიდორს არ მოსწონს, ამიტომ რაოდენობა აკონტროლეთ.

საყრდენის აუცილებლობა

თუ სურვილი გაქვთ, საყრდენი შეგიძლიათ გააკეთოთ და პომიდორი მასზე შემოახვიოთ. თუ ბევრი ბუჩქი არ გაქვთ, შეგიძლიათ გააკეთოთ. ასე დარწმუნდებით, რომ თქვენს ბოსტნეულს ჭუჭყი, დაავადებები და მავნებლები, როგორიცაა ლოქორა, ვერ შეაშინებს. თუ პომიდორს გასაყიდად ზრდით, მაშინ საყრდენი აუცილებლად გჭირდებათ.

ჯუჯა პომიდორი აივანზე

ამპელური პომიდორი სახლში შეგიძლიათ გაზარდოთ. ჩამოსაკიდ ქოთანში ჩადეთ და აივანზე, ტერასაზე ან პატიოში გაიტანეთ. უჩვეულო ცოცხალი დეკორი ბინას გაალამაზებს, თან სალათის მოსამზადებლად ახალი ბოსტნეულის დაკრეფას შეძლებთ. კომპაქტური მცენარეა და საკმაოდ სწრაფად მწიფდება.

ჯუჯა პომიდორი ყველას არ უყვარს, რადგან შრომის ჩადება სჭირდება, მაგრამ ნაყოფი მაინც პატარაა. გარწმუნებთ,  მაღალი ჯიშის პომიდორზე ცუდი გემო არ აქვს.

Advertisement