საკითხავი
ხრიკი სარეცხი ფხვნილით. როგორ გავწმინდოთ გაზქურის გისოსები
როგორი სასიამოვნოც არ უნდა იყოს კერძების მომზადება, ერთი მომენტი გუნებას მაინც გვიფუჭებს. კერძის მომზადების შემდეგ ქურის ზედაპირსა და გისოსებზე ცხიმის ნადები რჩება. თუ ზედაპირს ცხიმი ადვილად შეგიძლიათ მოაშოროთ, გისოსის გაწმენდა დიდ ძალისხმევას ითხოვს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ხრიკს, როგორ გაწმინდოთ გისოსები მარტივად და იაფად.
ძვირადღირებული ქურის საწმენდი ქიმიის ან ნიშადურის სპირტის შეძენა არ მოგიწევთ. გისოსებს ცხიმს და ნამწვს საკმაოდ ადვილად მოაშორებთ. უსიამოვნო სუნი არ დადგება და ბინის განიავება საჭირო არ გახდება.
პირველი ნაბიჯი
გისოსები გამოწვით. ამისთვის ქურა ჩართეთ და გისოსები ცეცხლზე გადაატარეთ. ნამწვის სუნი არ დადგება, მაგრამ გამწოვი მაინც ჩართეთ.
მეორე ნაბიჯი
დიდი ზომის მაღალ ვედროში მდუღარე წყალი ჩაასხით და 2 ს/კ სარეცხი ფხვნილი დაუმატეთ. ხარისხიანი ფხვნილი გამოიყენეთ, რომელიც მათეთრებელ ნაწილაკებს შეიცავს. ასე ეფექტურ შედეგს მიიღებთ. ფხვნილის გახსნის შემდეგ გისოსები წყალში ჩადეთ და 2-3 საათით გააჩერეთ.
მესამე ნაბიჯი
გისოსები ცივი წყლიდან ამოიღეთ და გახეხეთ. ღრუბელი ან ლითონის ჯაგრისი გამოიყენთ. ცხიმი მარტივად მოშორდება. წყალი გადაავლეთ და გაამშრალეთ. მზადაა!
ამ ეფექტური ხრიკით გისოსებს მოაშორებთ ჭუჭყს, რომლებიც დიდხანს გროვდებოდა. ახლა კერძების მომზადება მხოლოდ სიამოვნებას მოგიტანთ. უსიამოვნო ცხიმის ნადები გისოსზე პრობლემა აღარაა.