Connect with us

თავის მოვლა

ხელის პარაფინოთერაპია აბაზანის გარეშე: როგორ გავიკეთოთ სახლში

პარაფინი თერმოთერაპიისთვის ძალიან ღირებული მასალაა, რადგან სითბოს ნელ–ნელა გამოყოფს და სხეულს საფუძვლიანად ათბობს. პარაფინოთერაპია არა მხოლოდ სახსრების ტკივილის გასაქრობად, ასევე სასიამოვნო სპა პროცედურის სახით ტარდება.

ნივთიერება კანს ღრმად ატენიანებს და აახალგაზრდავებს. ის წვრილ ნაოჭებსაც ებრძვის. პარაფინოთერაპიის ჩასატარებლად სილამაზის სალონში წასვლა აუცილებელი არაა. პროცედურა მარტივად შეგიძლიათ სახლში ჩაიტაროთ. თან, ასე ფულსაც დაზოგავთ.

ხელების პარაფინოთერაპია სახლის პირობებში

ყურადღება მიაქციეთ, რომ პარაფინოთერაპიას მთელი სარგებლის მიუხედავად გინეკოლოგიური პრობლემების, ასევე კანის დაავადებების, ჭრილობების, შაქრიანი დიაბეტის და ჰიპერტონიის დროს უკუჩვენებები აქვს.

შინაურული სპა პროცედურის ჩასატარებლად დაგჭირდებათ:

  • 200 გრ კოსმეტიკური პარაფინი
  • სხეულის სკრაბი
  • ხელის დამატენიანებელი კრემი
  • ერთჯერადი ხელთათმანი
  • მკვრივი პირსახოცი

კოსმეტიკური პარაფინის ბრიკეტები (დაპრესილი მასალა) შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში ან სპეციალურ მაღაზიებში, სადაც სილამაზის პროდუქტები იყიდება.

პროცედურის დაწყებამდე პარაფინი გაადნეთ. ამისთვის წყლის ორთქლზე გააცხელეთ, მუდმივად აურიეთ. პარაფინის დნობის ტემპერატურა დაახლოებით 53 გრადუსია, ამიტომ მიკროტალღური ღუმელის გახურებისას შეიძლება დაიწვას. პროცედურის შემდეგ გამაგრებული პარაფინი შეგიძლიათ განმეორებით გამოიყენოთ.

პარაფინის სახვევი

ხელები საპნით დაიბანეთ. სველ კანზე სკრაბი წაისვით და ხელის ნაზი მასაჟი გაიკეთეთ, შემდეგ სკრაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ხელები გაიმშრალეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით. ნაზი მოძრაობით პარაფინის რამდენიმე ფენა ხელის გარე ნაწილზე წაისვით. ამისთვის სჯობს ბრტყელი ფუნჯი გამოიყენოთ.

მას შემდეგ, რაც პარაფინი გამაგრდება, ერთჯერადი ხელთათმანი ჩამოიცვით და ხელები პირსახოცით შეიფუთეთ. პარაფინი კანზე 15-20 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ ფრთხილად მოიშორეთ, ხელები თბილი წყლით დაიბანეთ. პროცედურის შემდეგ მკვებავი ნიღაბი წაისვით ან დამატენიანებელი კრემით მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ.

ასეთი 10 პროცედურა ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს ჩაიტარეთ. მშრალი ხელის კანის აღსადგენად განსაკუთრებით სასარგებლოა.