ჯანმრთელობა
ხახვის სამკურნალოდ გამოყენების 5 გასაოცარი გზა
ადამიანები ხახვს ძველი დროიდან იყენებენ მრავალი დაავადების სამკურნალოდ. ეს ბოსტნეული მდიდარია გოგირდით, რომელსაც ანტიბიოტიკური და ანტისეპტიკური თვისებები აქვს, ასევე, კვარცეტინით, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი რადიკალებისგან დაცვას.
ხახვის სამკურნალო მიზნით გამოყენება
1. დაცული ყურები
აიღეთ ხახვის რბილი გული, მოათავსეთ იგი მცირე ზომის მარლაში და შეიდეთ ყურის არხში. გაიჩერეთ მთელი ღამით, დილით გამოიღეთ.
2. დამწვრობა
დაიდეთ გაჭრილი ხახვი დამწვრობის ადგილზე. გაგიკვირდებათ, რა სწრაფად შემსუბუქდება წვისა და ტკივილის შეგრძნება.
3. მწერის ნაკბენი
თუ ფუტკარმა გიკბინათ, სცადეთ ნესტრის ამოღება, შემდეგ კი დაიდეთ ჭრილობაზე ხახვი. შეშუპება და ტკივილი პრაქტიკულად მაშინვე გაქრება.
4. სხეულის მაღალი ტემპერატურა
მოათავსეთ ხახვი თბილ წინდებში და ჩაიცვით, როცა გაციება გაწუხებთ.
5. დეტოქსიკაცია
ამ ეფექტისთვის, მიირთვით მთლიანი ხახვი უმად.