Connect with us

კულინარია

ხაჭოს ორცხობილები სახელწოდებით „ვარდი“. მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ 20 წუთი, თეფშიდან მაქსიმუმ 3 წუთში გაქრება

ბევრი დედა უშედეგოდ ცდილობს ბავშვს ცოტა სახლის ხაჭო აჭამოს, რადგან ხაჭო ბავშვის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. დღეს დიასახლისებისთვის გამოსავალი ვიპოვეთ. გთავაზობთ ორცხობილა „ვარდის“ რეცეპტს ხაჭოს ცომისგან. ასეთ სილამაზეზე არც ერთი ბავშვი უარს არ იტყვის!

სხვათა შორის, ეს რეცეპტი დედაჩემის ძველ რვეულში ვიპოვე. თუ ორცხობილებს ხშირად აცხობთ, ის მაცივარში აუცილებლად შეინახეთ.

მარტივი ხაჭოს ორცხობილა

ინგრედიენტები:

  • 450 გრ ფქვილი
  • 250 გრ ხაჭო
  • 100 გრ მარგარინი
  • ½ ჭიქა შაქარი
  • ¼ ჩ/კ სოდა
  • 1 გრ ვანილი
  • ½ ჩ/კ მარილი
  • 2 კვერცხის გული

მომზადება:

1. ღრმა თასში ხაჭო, დარბილებული მარგარინი, შაქარი, ვანილი, მარილი და კვერცხის გული აურიეთ.

2. თანდათანობით გაცრილი ფქვილი სოდასთან ერთად დაუმატეთ და ნაზი ცომი მოზილეთ. მზად იყავით, რომ შეიძლება ცოტა მეტი ფქვილი დაგჭირდეთ: ყველაფერი ხაჭოს თხევადობაზე არის დამოკიდებული.

3. ცომი 2-3 მლ სისქეზე გააბრტყელეთ და ჭიქით მრგვლად ამოჭერით. ბოლოებით ერთმანეთს 3-4 მრგვალი ცომის ნაჭერი დაადეთ და რულეტი დაახვიეთ.

4. რულეტი შუაზე გაჭერით. შედეგად 2 ვარდს მიიღებთ.

5. როცა ცომი დამთავრდება, თქვენ კი ვარდებს მიიღებთ, საცხობ ფორმაზე პერგამენტის ქაღალდის დააფარეთ და ცომის ვარდები დააწყვეთ.

6. ორცხობილა 120 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთით აცხვეთ.

ხაჭოს ორცხობილას სუფრაზე გატანის წინ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.