საკითხავი
ხალხური საშუალებები ქურთუკის ჭუჭყიანი მანჟეტის და საყელოს გასაწმენდად
არა ერთი წელია ქურთუკი ძალიან პოპულარული საგარეო ტანსაცმელია, რომელსაც ზამთრის პერიოდში ვიცვამთ. ქურთუკს, განსაკუთრებით ღია ფერის, სათანადო მოვლა სჭირდება. ყველაზე სწრაფად მანჟეტი და საყელო ჭუჭყიანდება და საგარეო ტანსაცმლის გარეგნობას აფუჭებს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ხალხურ საშუალებებს ქურთუკის ჭუჭყიანი მანჟეტის და საყელოს გასაწმენდად.
თუ ქიმწმენდის ფული არ გაქვთ, ქურთუკზე მუქი ლაქების მოშორებას ხალხური მეთოდებით შეძლებთ. ყველაზე ხშირად სახელო, საყელო და ჯიბე ლაქავდება, რაც ქურთუკს აუშნოვებს. პრობლემა დროულად უნდა მოაგვაროთ.
ქურთუკის გაწმენდის ორი მეთოდი
პირველი მეთოდი
დაგჭირდებათ ჭურჭლის სარეცხი საშუალება. გირჩევთ, რომ ლაქების მოშორება დანახვისთანავე სცადოთ, რადგან ძველი ლაქების მოშორება გაცილებით რთულია. 100 მლ სუფთა წყალი და 1 ჩ/კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება აურიეთ. ღია ფერის ქურთუკის შემთხვევაში მწიკვი სოდა დაუმატეთ. შავ ქურთუკზე სოდა თეთრ ზოლებს ტოვებს. მისი მოშორება გაგიჭირდებათ, ამიტომ ამ შემთხვევაში ნარევს სოდა არ დაუმატოთ.
ნარევი კბილის ჯაგრისით ლაქას წაუსვით და გახეხეთ. სველი ჩვრით ჭუჭყიანი ქაფი მოაშორეთ. პროცედურა 2–3–ჯერ გაიმეორეთ. ამის შემდეგ გასაშრობად ჩამოკიდეთ.
მეორე მეთოდი
დაგჭირდებათ 9%–იანი სუფრის ძმარი. რამდენიმე ბამბის დისკი ძმრით დაასველეთ და ტანსაცმელზე ჭუჭყიანი ადგილები კარგად გაწმინდეთ. ასე ქურთუკი ძმრით დასველდება. 30 წუთით გააჩერეთ.
ვადის გასვლის შემდეგ დააკვირდით, თუ ლაქა მაინც დარჩა, პროცედურა გაიმეორეთ. ძმრის ნარჩენების მოსაშორებლად თბილ წყალში დასველებული ბამბის დისკები გამოიყენეთ. ამის შემდეგ აივანზე გასაშრობად გაიტანეთ. 1 დღე გააჩერეთ, რომ ძმრის მძაფრი სუნი სრულიად მოშორდეს.
უკვე იცით, რომ ქურთუკის გაწმენდა სახლის პირობებშიც შეიძლება, თან რეცხვის გარეშე და ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით.