ჯანმრთელობა
ხალხური საშუალება შინაგან შხამთან საბრძოლველად: კურსს წელიწადში 3-ჯერ ვიმეორებ და არანაირი ინფექცია არ მაშინებს
ყოველწლიურად ადამიანის ორგანიზმი არა მხოლოდ უძლურდება, არამედ მასში ბევრი მავნე ნივთიერებები, ტოქსინები, გროვდება. თუ მათ ორგანიზმიდან არ გამოდევნით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს თავიდან ვერ აიცილებთ. სწორედ ამიტომ დღეს ორგანიზმის დეტოქსიკაცია მოდური და პოპულარული გახდა.
დღეს გიამბობთ, თუ როგორ გამოდევნოთ ორგანიზმიდან ტოქსინები და შლაკები უსაფრთხო მეთოდის გამოყენებით. ამ საქმეზე ყველაზე მთავარია, რომ უკიდურესობაში არ გადახვიდეთ და ორგანიზმს ზიანი არ მიაყენოთ.
როგორ გამოვდევნოთ ორგანიზმიდან ტოქსინები
თავად სიტყვა „ტოქსიკინი“ ბერნძული სიტყვაა და „შხამს“ ნიშნავს. სხვა სიტყვებით, ტოქსინები არის შხამი, რომელიც ორგანიზმის უჯრედებში გროვდება და ნივთიერებათა ცვლის ჩვეულ პროცესს არღვევს.
ტოქსინებისგან თავის დაღწევის შანსი არ არსებობს – ისინი ორგანიზმში კანიდან, საკვებიდან და ნაწლავური პარაზიტებიდან ხვდება. ნორმალურ პირობებში ორგანიზმი ტოქსინებს თავად ებრძვის – ამ პროცესზე ღვიძლი და თირკმლები მუშაობს. ხელოვნურად დეტოქსიკაციის ჩატარება ჯერ კიდევ ალკოჰოლიკის მკურნალობის დროს დაიწყეს, როცა ორგანიზმი შხამის თავად გამოდევნას ვერ ახერხებს.
თუმცა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ფხიზლად მყოფ ადამიანებს და ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრებსაც დეტოქსიკაცია სჭირდებათ. ამაში დამნაშავე დაბინძურებული ჰაერი, ცუდი ხარისხის საკვები და საკვები წყალია.
ორგანიზმის გასაწმენდად, ნაზად და ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. უმჯობესია ხალხური მეთოდი გამოიყენოთ. სწორედ ამიტომ გთავაზობთ, მოამზადოთ საშუალება, რომელიც ზიანს მინიმუმამდე დაიყვანს.
ინგრედიენტები:
- 5 კბილი ნიორი
- 1 საშუალო ზომის ხახვი
- 120 მლ წყალი
მომზადება:
1.მდუღარე წყალს წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი დაუმატეთ.
2.4-5 წუთით ხარშეთ
3.გაგრილება 20 წუთით აცადეთ და მკურნალობას შეუდექით.
სითხით სავსე ჭურჭელში რამდენიმე ფენა დახვეული ბინტი ან რამდენიმე ცალი ბამბის დისკი ჩადეთ. კარგად დაასველეთ, ქუსლებზე დაიდეთ, პლასტირით დაამაგრეთ და ბამბის წინდები ჩაიცვით. რეკომენდებულია ღამე, ძილის წინ გაიკეთოთ. დილით კომპრესი მოიხსენით. აღმოაჩენთ, რომ გამოსული ტოქსინების გამო ის გამუქდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმის დეტოქსიკაცია სახლის პირობებში წარმატებით განხორციელდა.
პროცედურა ერთი კვირის განმავლობაში ყოველ მეორე დღეს ჩაიტარეთ. შემდეგ 1 თვის განმავლობაში კვირაში ერთი პროცედურაზე გადადით. ეს კურსი წელიწადში 2-3-ჯერ შეგიძლიათ გაიმეორო და ორგანიზმი ბევრად უფრო სუფთა გახდება, რაც ჯანმრთელობასა და განწყობაზე დადებითად აისახება.