Connect with us

საკითხავი

ხალხური ნიშნები ფინანსების და კეთილდღეობის მოსაზიდად

ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ ცხოვრება უსამართლოა. ზოგი ბევრს შრომობს, მაგრამ თეთრებს უხდიან. სხვები ერთობიან, მაგრამ ჯიბე ფულით სავსე აქვთ. თუ ფიქრობთ, რომ ცოტა ფულს დაუმსახურებლად იღებთ, ხალხურ ნიშნებს გაეცანით. ალბათ, რაღაცას არასწორად აკეთებთ.

თუნდაც ცრუმორწმუნე არ იყოთ, ჯანმრთელობის და ფინანსების შესახებ ნიშნების დაცვა მაინც სცადეთ. ისე, ყოველი შემთხვევისთვის. ხალხური რჩევების უგულებელყოფა არ ღირს.

ხალხური ნიშნები ფინანსების მოსაზიდად

1. მაგიდას თეთრი სუფრა გადააფარეთ. მის ქვეშ მონეტები და კუპიურები შეინახეთ.

2. კერძო სახლში ზღურბლის ქვეშ მონეტა დამარხეთ. ბინაში უბრალოდ შემოსასვლელ კართან ხალიჩის ქვეშ მონეტა შეინახეთ.

Advertisement

3. მიღებული ხელფასი სარკესთან მთელი ღამე გააჩერეთ.

4. სარკის წინ კუპიურა ყოველთვის დადეთ, დროდადრო ახლით შეცვალეთ.

5. სახლში სტვენას მოერიდეთ!

6. ხარახურა არ შეაგროვოთ. სახლი ხშირად დაალაგეთ. ნივთები, რომლებიც არ გჭირდებათ, გადაყარეთ.

7. ფულის დასახურდავებლად კანფეტი არ იყიდოთ. ასე ბედნიერებას გააქცევთ.

Advertisement

8. პური ხელით გატეხეთ. დანით არ დაჭრათ.

9. ჭამის დაწყებამდე და ბოლოს მარილიანი პურის ნაჭერი შეჭამეთ.

10. მარცხენა ხელისგულის ქავილი, ფანჯარაში პეპლის შემოფრენა და სახლში ობობის გამოჩენა ფულის ნიშანია.

ამ ნიშნების დაცვა სცადეთ, რომ ფინანსური წარმატება ხელიდან არ გაუშვათ. ბევრი იშრომეთ და სამყარო პატიოსანი შრომისთვის სათანადოდ დაგაჯილდოებთ.

Advertisement
Advertisement
Advertisement