Connect with us

საკითხავი

ხალხური მეთოდები, როგორ გაწმინდოთ ალუმინის კაზანი

თუ ბუნებაში პიკნიკებს ხშირად აწყობთ და ლაშქრობებში დადიხართ, ალბათ, იცით, რას ნიშნავს ცხიმიანი და გაჭვარტლული კაზანი. Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ხალხურ გამოცდილ მეთოდს, რომლის დახმარებით კაზანს იდეალურად გაწმენდთ. დაგჭირდებათ ხელმისაწვდომი ინგრედიენტები.

როგორ გავრეცხოთ ალუმინის კაზანი სახლის პირობებში

გარედან ცხიმის მოშორება

კაზანს გარედან ცხიმი რომ მოაშოროთ ორ ეფექტურ მეთოდს გთავაზობთ. პირველ შემთხვევაში სოდა და სილიკატური წებო დაგჭირდებათ. კაზანი დიდ ქვაბში ჩადეთ და წყლით დაფარეთ. 1 ქილა წებო და 200 გ სოდა დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და საშუალო ცეცხლზე 20-25 წუთით გააჩერეთ. ახლა კაზანი ამოიღეთ, გაგრილება აცადეთ და ცივი წყლით გარეცხეთ.

მეორე მეთოდისთვის კბილის ფხვნილი დაგჭირდებათ. ყველა იაფი ფხვნილიც გამოგადგებათ. ფხვნილი და წყალი ფაფის მიღებამდე აურიეთ. კაზანს ცხიმიან ადგილებზე წაუსვით და ღამით გააჩერეთ. დილით წყლით გარეცხეთ.

ჭვარტლის მოშორება

სუფრის ძმარი კაზანიდან ჭვარტლის მოშორებაში დაგეხმარებათ. ბამბის დისკი ძმარში დაასველეთ და კაზანი გაწმინდეთ. რთულ შემთხვევაში ძმარს სოდა დაუმატეთ. 30-60 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ცივ წყალში გარეცხეთ.

კაზანის გაშავებული ადგილების გაწმენდა ვაშლის ნაჭრებით შეგიძლიათ სცადოთ. ნატურალური სიმჟავე ჭვარტლს სწრაფად შლის. კაზანი ახალივით იპრიალებს.

Advertisement