Connect with us

საკითხავი

წმინდა ეკატერინე ყველა ქალს დაეხმარება 7 დეკემბერს. სავედრებელი ლოცვა

მართლმადიდებლები დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეს 7 დეკემბერს აღნიშნავენ. ამ დღეს ქრისტიანულ რელიგიაში დიდი მნიშვნელობა აქვს. მას ბევრი საინტერესო ტრადიცია, ნიშანი და აკრძალვა უკავშირდება. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაატაროთ ეს დღე და როგორ ილოცოთ წმინდა ეკატერინეს მიმართ.

ეკატერინე რომის იმპერატორის მაქსიმიანეს დროს ცხოვრობდა. მან კარგი განათლება მიიღო. მწერლების, ფილოსოფოსების და ექიმების ნაშრომები შეისწავლა. ბევრი ენა და დიალექტი იცოდა. შესაშური ორატორული და დიალექტიკური ოსტატობა ჰქონდა.

ეკატერინეს ცხოვრება შეიცვალა, როცა სირიელმა ბერმა ქრისტიანობაზე მოაქცია. ლეგენდის თანახმად, როცა გოგონა მოინათლა, ღამით სიზმარში იესო ქრისტე გამოეცხადა. მან ბეჭედი აჩუქა და საცოლე უწოდა.

ერთ დღეს ეკატერინე მაქსიმიანეს ტაძარში მსხვერლშეწირვის ცერემონიაზე გამოჩნდა. სურდა, რომ იმპერატორს ხალხთან ერთად წარმართობაზე უარი ეთქვა და ქრისტიანობა მიეღო. იმპერატორი გოგონას სილამაზით აღფრთოვანებული იყო და თავისთან მიიწვია. მაქსიმიანე მის გადარწმუნებას ცდილობდა, მაგრამ გოგონა არ დათანხდა და ამის გამო სიცოცხლე გაიღო.

მან წარმართ ღმერთებზე თაყვანისცემაზე უარი თქვა. იმპერატორმა მისი წამება ბრძანა. ხურსადენის რჩევით საშინელი წამების ინსტრუმენტი გააკეთეს. „ერთ ღერძზე დაამაგრეთ ოთხი ხის ბორბალი. ამ ბორბლებზე სხვადასხვა რკინის მახვილი. ორი ბორბალი მარჯვნივ ტრიალებდეს, ორი მარცხნივ. შუაზე გოგონა დააბით და მბრუნავმა ბორბლებმა მისი სხეული დაანაწევროს“.

ზეციდან ჩამოსულმა ანგელოზმა ბოროტებას ხელი შეუშალა. უმწეო გოგონა ტანჯვისგან გაათავისუფლა. მაშინ იმპერატორმა ეკატერინეს ცოლობა შესთავაზა. მთავარი პირობა ქრისტიანობაზე უარის თქმა იყო. მან უარი თქვა. მაქსიმიანემ თავის მოკვეთა ბრძანა. თუ ლეგენდას დავუჯერეთ, ამ დროს ეკატერინეს სხეულიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოვიდა.

7 დეკემბრის ტრადიციები

ეკატერინე ბოლო წუთამდე რწმენის და იესო ქრისტეს ერთგული იყო. ქრისტიანები დიდმოწამე ეკატერინეს ბედნიერი ქორწინების მფარველად მიიჩნევენ. 7 დეკემბერს გასათხოვარი ქალები წმინდა ეკატერინეს ხატის წინაშე ლოცულობენ, კარგ ქმარს და ქალურ ბედნიერებას სთხოვენ. გათხოვილი ქალები ოჯახის გაძლიერებას და უთანხმოების მოგვარებას სთხოვენ.

ადრე ამ დღეს ახალგაზრდები მკითხაობდნენ, რომ საბედოს შესახებ გაეგოთ. თუ სიყვარულს ეძებთ, 7 დეკემბერს დილით ადრე ეკლესიაში წადით და წმინდა ეკატერინეს ხატის წინაშე ილოცეთ. ეკლესია მკითხაობას არ აღიარებს, ეს გაითვალისწინეთ.

წმინდა ეკატერინეს ხსენების დღე მარხვის პერიოდს ემთხვევა, ამიტომ რამდენიმე აკრძალვა არსებობს. დიდი წვეულება არ მოაწყოთ. ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდეთ. თუ საოჯახო საღამოს მოწყობა გსურთ, მაგიდაზე მხოლოდ სამარხვო კერძები უნდა იყოს.

ლამაზმა ქალებმა ნებისმიერი მძიმე საქმე სხვა დღისთვის უნდა გადადოს. ხელსაქმეც დაივიწყეთ. ეს ყველაფერი მშობიარობას ართულებს. სხვა ნიშნების მიხედვით, 7 დეკემბერს კოცონის დანთება და ღუმელის გახურება აკრძალულია.

თუ წესების დაცვას მიჩვეული ხართ, წმინდა ეკატერინეს ხატთან სამი სანთელი ლოცვის წინ აანთეთ. ადრე თვლიდნენ, რომ თუ ამას არ გააკეთებდნენ, გვარში ქალის ხაზი შეწყდებოდა. თუ ნაკლებად ცრუმორწმუნე ხართ, უბრალოდ ეკლესიაში წადით და ილოცეთ.

ამინდთან დაკავშირებული ნიშნები

ხალხში ამბობენ, თუ 7 დეკემბერს კარგი და მზიანი ამინდია, ზამთარი ძალიან ცივი იქნება. თუ ძალიან თბილა, ყინვა მოგვიანებით მოვა, კერძოდ 17 დეკემბრის, ბარბარობის დღის შემდეგ. თუ ღრუბლიანი ამინდია, 10 დღეში ყინვას ელოდეთ. თუ ამ დღეს თოვლი წამოვიდა, მომავალი წელი მოსავლიანი არ იქნება. ასეა თუ ისე, 7 დეკემბერი ახლობლების წრეში გაატარეთ და წმინდა ეკატერინეს მიმართ ილოცეთ.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, წმიდაო ეკატერინე, ქალწულო და მოწამეო, ჭეშმარიტო სძალო ქრისტესო! გვედრით შენ, მრჩობლისა მადლისა მეოხებითა, მითვე წინასწარ აღგჭურვა რა სიძემან შენმან, უტკბილესმა იესუმ, ვითარცა მტანჯველის საცთურთა შემარცხვენელმან,სიბრძნითა შენითა ორმეოცდაათი რიტორის მძლეველმან და ზეციური მოძღვრებით მათმა დამრწყლულებელმა, ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათლისაკენ წარმართე სვლაი მათი, ეგრეცა ჩვენთვის გამოითხოვე ღვთაებრივი სიბრძნეი ესე, რაითა ჯოჯოხეთის მტანჯველისა ხრიკთა დამარღვეველნი, სოფლიურ და ხორციელ საცთურთა მომძულებელნი, ღირს ვიქმნეთ ღმრთაებრივი დიდებისა და ჩვენი წმიდა მართლმადიდებლური სარწმუნოების გასავრცელებლად, მის ღირსეულ ჭურჭლად ქცეულნი, ზეციურ კარავსა შინა, შენთანა ვექებდეთ და ვადიდებდეთ უფალსა და მეუფესა ჩვენსა, იესუ ქრისტეს, უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

Advertisement