Connect with us

ჰოროსკოპი

წითელი, შავი თუ ოქროსფერი? თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ენერგიის ფერი

ყველას გვსურს სამყაროს რამდენიმე საიდუმლოს გაგება, რომ უკეთ ვიცხოვროთ. ზოგი ამ მიზნით ყოველ დილით ჰოროსკოპს კითხულობს, ზოგი არა, მაგრამ საკუთარი თავის და ძლიერი მხარეების უკეთ გაგება, ნამდვილად ყველას უნდა. ასტროლოგიაში ითვლება, რომ თითოეული ელფერი გარკვეულ ენერგიას ატარებს, რომელიც მზის ნიშანს შეესაბამება. ამრიგად, თუ ამ ფერს ბინის დიზაინში, ტანსაცმელსა თუ სამუშაო მაგიდაზე გამოიყენებთ, თქვენი ნიშნის საუკეთესო თვისებებს გააძლიერებთ. ორაზროვნად ჟღერს, მაგრამ იქნებ გაამართლოს?

ვერძი

ვნებიანი, თავდაჯერებული, ფეთქებადი ადამიანი ხართ. მზად ხართ ახალი გამოწვევები მიიღოთ ან განწყობის მიხედვით თავად შექმნათ. პროვოკაციული კაშკაშა წითელი თქვენი ფერია. ის მაქსიმალურად დაგმუხტავთ, უფრო თამამს და ძლიერს გაგხდით.

კურო

თქვენ, როგორც სხვა არავის, ფუფუნება და სიუხვე გიყვართ. ნებისმიერ სიტუაციაში იცით, როგორ გაანებივროთ თავი და აღნიშნოთ, თუ რამდენად ლამაზი ხართ. თქვენს სიამოვნების და მგრძნობელობის მშვიდ ატმოსფეროს ყველაზე უკეთ ვარდისფერი გამოხატავს, რომელზეც გიჟდებით. ეს ფერი თქვენს სიჯიუტეს შეასუსტებს.

ტყუპები

მახვილგონივრული და მომხიბვლელი ბუნება გაქვთ, ცნობისმოყვარე ხართ და შეგიძლიათ საათობით ყველაფერზე და არაფერზე ილაპარაკოთ. ყველაზე მეტად სიცოცხლით სავსე, მზიანი ყვითელი შეგეფერებათ. ის თქვენს ოპტიმიზმს ხაზს უსვამს და განზრახვებში სიცხადეს გმატებთ.

კირჩხიბი

გულისხმიერი და მზრუნველი ხართ და ამას თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები გრძნობენ. თქვენი მმართველი პლანეტაა მთვარე, ანუ ყველაზე უკეთ შეგეფერებათ ვერცხლისფერი – როგორც მთვარის სინათლის მუდმივი შეხსენება. მისი გამოყენებით თქვენი ემოციების დაწყნარებას შეძლებთ.

ლომი

თქვენთან, დრამების და ცხოვრების დედოფალთან, ყველაფერი გასაგებია. სამყარო თქვენ გარშემო ტრიალებს და თქვენს ენერგიას ყველაზე უკეთ ოქროსფერი გაუსვამს ხაზს. ის დაგეხმარებათ, რომ თქვენი ძალით სრულად დატკბეთ, თავდაჯერებულობა არ დაკარგოთ და ყოველთვის საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში იყოთ.

ქალწული

ძალიან ბედნიერი ხართ, როცა სხვებს მეგობრული რჩევით ან კონკრეტული მოქმედებით ეხმარებით. დამამშვიდებელი, სამკურნალო მწვანე თქვენი იდეალური ფერია. მისი დახმარებით თავად დაწყნარდებით და თქვენ გარშემო სამყაროსაც გაწონასწორებაში დაეხმარებით.

სასწორი

სასწორი ბალანსია. ნებისმიერ სიტუაციაში ორივე მხარეს ხედავთ, უკიდურესობაში გადავარდნა არ გიყვართ, ამიტომ ნამდვილ სტრესს იშვიათად განიცდით. დამამშვიდებელი, მშვიდი ცისფერი თქვენს მშვიდობისმოყვარე ბუნებას გააძლიერებს, რომელიც ასე ძალიან მოგწონთ.

მორიელი

დახვეწილი ხართ, დიდი შინაგანი ძალა გაქვთ და გარშემო იდუმალებას იზიდავთ. ინტენსიური შავი თქვენს მისტიურ ბუნებას შეესაბამება. შავი თქვენ გარშემო იდუმალებას გაზრდის და სხვებს აიძულებს იმკითხაოს, თუ სინამდვილეში რაზე ფიქრობთ და რა სურვილები გაქვთ.

მშვილდოსანი

კრეატიული და პეპელასავით მოძრავი ხართ. ყოველთვის მოძრაობაში ხართ – ერთი თავგადასავლიდან მეორეზე. სიცოცხლით სავსე ნარინჯისფერი, სიხარულის წყაროა, რომელიც თქვენს იმპულსურ და სპონტანურ ბუნებას გააძლიერებს და მხარს დაუჭერს.

თხის რქა

სტაბილური, პრაქტიკული და ამბიციური ხართ. დისციპლინა და საკითხის მიმართ ობიექტური ხედვა თქვენთვის ბევრს ნიშნავს. ამ თვისებების გამო უფრო პრაგმატული ფერი გჭირდებათ, მაგალითად, მიწისფერი–ყავისფერი, რომელიც პირდაპირ კონკრეტულობას და ყოფითობას ნიშნავს. მოსაწყენ ფერად არ ჩათვალოთ, უფრო საიმედოობის და მდგომარეობის სიმბოლოა, რომელიც ასე გახასიათებთ.

მერწყული

ინოვატორად ხართ დაბადებული. სამყაროს ისე უყურებთ, რომ მოვლენების ზედაპირზე კი არ სრიალებთ, არამედ თავად არსს ეძებთ. თქვენი ძლიერი მხარეა არასტანდარტული იდეები და გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ ლურჯი დაგეხმარებათ ურთიერთობაში, როცა სხვებს თქვენს უჩვეულო იდეებს გაუზიარებთ, რომლებიც შეიძლება დროს უსწრებდეს. ასევე ლურჯი ფერი გააძლიერებს თქვენს უნარს, რომ შთააგონოთ სხვებს, სამყარო უკეთესი გახადონ.

თევზები

მეოცნებე ხართ და გირჩევნიათ ღრუბლებში იფრინოთ, ვიდრე ჩვენ, აქ, დედამიწაზე, ყოველდღიურ საზრუნავში შემოგვიერთდეთ. მაინც ყველას უყვარხართ, თუნდაც ბოლომდე ვერ ხვდებოდნენ, თუ რომელი პლანეტიდან ხართ. თქვენს ინტუიციას და წარმოსახვას იისფერი და მისი ელფერები გააძლიერებს. ის დაგეხმარებათ ახალი შემოქმედებითი მწვერვალები დაიპყროთ ისე, რომ ბალანსი არ დაკარგოთ.