Connect with us

საკითხავი

წესები, როგორ შეაგროვოთ და გაახმოთ ცაცხვი არომატული და სასარგებლო ჩაისთვის

ცაცხვის ჩაი უჩვეულოდ სასარგებლო სასმელია, რომელიც გულ–სისხლძარღვთა სისტემის, ასევე კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების მუშაობას აუმჯობესებს. მისი მომზადება რთული არაა. მთავარია იცოდეთ, როგორ შეაგროვოთ და გაახმოთ ცაცხვი ასეთი არომატული ჩაისთვის.

თუ სწორად გააკეთებთ, ნედლეულს სამკურნალო სასმლის მოსამზადებლად მთელი წელი გამოიყენებთ. სიტყვაზე, ცაცხვის ყვავილები გამხმარ სალბთან და გვირილასთან ერთად უბრალოდ საოცარია. წარმოუდგენლად არომატული და მაქსიმალურად სასარგებლო კომბინაცია გამოდის!

როგორ შეაგროვოთ და გაახმოთ ცაცხვი: ყველა დეტალი

შეგროვების წესები

მნიშვნელოვანია, მომენტი არ გამოგრჩეთ და ცაცხვი ყველაზე ოპტიმალურ დროს შეაგროვოთ. ეს მომენტი დგება, როცა ყვავილების უმეტესობა უკვე გაშლილია, ხოლო ნაკლებ ნაწილზე კვირტები გახსნილი არაა. ამ პერიოდში ცაცხვს სამკურნალო ძალა აქვს, რის გამოც მას აგროვებენ. მოუმწიფებელი ყვავილები ჩაის მდიდარ წითელ ფერს ვერ მისცემს. თუ შეგროვებას დააგვიანებთ, მაქსიმალურად სასარგებლო სასმელს ვერ მიიღებთ. სამკურნალო ძალა აღარ ექნება.

გახსოვდეთ, ცაცხვი უნდა შეაგროვოთ თანაყვავილთან ერთად (ნახევრად გამჭვირვალე ფოთლები). ყვავილები ძალიან ფრთხილად მოწყვიტეთ ან ბასრი მაკრატლით მოჭერით. სიტყვაზე, გზისპირას მზარდი ხეებიდან ცაცხვის შეგროვება არ ღირს. ასეთ ყვავილებზე ბევრი მტვერი, ასევე ბენზინის ორთქლია.

ყვავილების გახმობის და შენახვის რეკომენდაციები

ყვავილების შეგროვების შემდეგ მისი გახმობის ეტაპი იწყება. ნედლეული ფრთხილად გარეცხეთ. პირსახოცზე ან ტომარაზე ერთ ფენად გაფინეთ. ჩრდილში გაშალეთ, სადაც მზის პირდაპირი სხივები არ ხვდება. ასე სასარგებლო თვისებებს შეინარჩუნებს. ყვავილებს მარლა დააფარეთ. გასახმობად გააჩერეთ. პერიოდულად ცაცხვის ყვავილებს აურიეთ. ეს თანაბრად გასახმობად აუცილებელია.

ცაცხვი მტვრევადი გახდა? მოაშორეთ თანაყვავილი, რომელიც გამუქდა. არჩეული ცაცხვი მინის ქილაში ან ნატურალური ქსოვილის პატარა ქისაში ჩაყარეთ. ცაცხვის ყვავილები ბნელ ადგილას შეინახეთ. ტენიანობა მინიმალური უნდა იყოს.

ზემოთ მოცემული წესების დაცვით ცაცხვის ყვავილებს სწორად შეაგროვებთ და გაახმობთ. 1 წელი შეგიძლიათ შეინახოთ. გემრიელი სასმლის მომზადება აუცილებლად სცადეთ. ამისთვის 10 გ გამხმარი ყვავილი ჩაიდანში ჩაყარეთ და 500 გ მდუღარე წყალი დაასხით. 10 წუთი გააჩერეთ. სამკურნალო ცაცხვის ჩაი მზადაა!

Advertisement