Connect with us

თავის მოვლა

წარუმატებელი შეღებვის შემდეგ თქვენს თმას ეს ნიღაბი გადაარჩენს

წარუმატებელი შეღებვის შემდეგ ამ ნიღბით თმის გადარჩენა მოვახერხე

ჩვენი თმა საგრძნობლად ზიანდება მავნე ჩვევებისა და მავნე გარემოს ზემოქმედებისგან. თმის შეღებვა და რეგულარულად მისი ფენით გაშრომა – არასრული ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომლებიც ჩვენს თმას კიდევ უფრო აზიანებს და მის ძირებს ანადგურებს. თმის აღსადგენი ძვირადღირებული საშუალებებისა და კოსმეტიკური პროცედურების არაჩვეულებრივი იაფი ალტერნატივაა ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან შემდგარი ეს საშუალება, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.

თმას მბზინვარება და სიძლიერე შეგიძლიათ სახლის ნიღბების გამოყენებით დაუბრუნოთ, რომელიც ნამდვილად შესანიშნავ ალტერნატივას წარმოადგენს. მისი მომზადება მარტივია, საკმაოდ იაფი დაგიჯდებათ და რაც მთავარია, ძალიან ეფექტურია.

ეს უნივერსალური ნიღაბი ყველა ტიპის თმისთვის გამოდგება. ნიღაბი თმის ზრდას აჩქარებს, აძლიერებს და თმის მძინარე ბოლქვებს ააქტიურებს.

დაზიანებული თმის ნიღაბი

ვიტამინების ნიღაბს რეგულარულად ვიყენებ და მას კვირაში 2-ჯერ, 1-2 თვის განმავლობაში ვიკეთებ. ინგრედიენტების შეძენას ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ. კურსის გამეორება 3 თვის შემდეგ შეგიძლიათ.

ინგრედიენტები:

  • 1 ამპულა B6 ვიტამინი
  • 1 ამპულა B12 ვიტამინი
  • 1 ამპულა B1 ვიტამინი
  • 5 მლ ალოეს ექსტრაქტი
  • 1 ს/კ თმის ბალზამი

მომზადება:

1. სააფთიაქო ინგრედიენტები თმის ბალზამს დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

2. ცოტა ნიღაბი მაჯაზე წაისვით და დარწმუნდით, რომ მასზე ალერგიული რეაქცია არ გაქვთ.

3. თუ 10 წუთის შემდეგ ქავილი ან სიწითლე არ შეგაწუხებთ, შეგიძლიათ ნიღაბი თამამად გამოიყენოთ. თუ ძალიან გრძელი თმა გაქვთ, ბალზამის რაოდენობა გაზარდეთ.

გამოყენება:

1. ნიღბის წასმამდე თმა სქელი სავარცხლით 5 წუთის განმავლობაში კარგად დაივარცხნეთ. ასეთი მასაჟი კანის სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს.

2. თავი ჩვეული შამპუნით დაიბანეთ და პირსახოცით შეიმშრალეთ. ნიღბის წასმის დროს ძალიან სველი არ უნდა იყოს.

3. ნიღაბი წაისვით და სპეციალური ქუდი დაიხურეთ. თუ ქუდი არ გაქვთ, უბრალოდ საკვები ცელოფნით შეიფუთეთ.

4. შემდეგ პირსახოცი შემოიხვიეთ და 20-30 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

5. თმა იმწამსვე არ დაივარცხნოთ, თავისით გაშრობა აცადეთ.

ბალზამის ხარჯზე ნიღაბი ადვილად შორდება. ამ პროცედურასთან ერთად მორიგეობით ნატურალური ზეთები და სხვა საშუალებები გამოიყენეთ და თმა მომხიბვლელობას შეიძენს.

ვიტამინების ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ

თუ დავარცხნის დროს სავარცხელზე თმა ხშირად გრჩებათ, დროა მის გაძლიერებაზე იზრუნოთ. თმის ზრდას ხელს ნიკოტინის მჟავა უწყობს. თმის ზრდის დასაჩქარებლად გამოცდილ ნიღაბს გთავაზობთ. ნიღაბი ყოველ მეორე დღეს 2 კვირის განმავლობაში გამოიყენეთ. კურსი შეგიძლიათ 3 თვის შემდეგ გაიმეოროთ.

ინგრედიენტები:

  • 2 ამპულა ნიკოტინის მჟავა
  • 5 მლ ალოეს ექსტრაქტი
  • 5 წვეთი პროპოლისის ხსნარი

მომზადება:

1. პლასტმასის ან მინის ქილის პროპოლისის ხსნარში ამპულის ინგრედიენტები დაუმატეთ.

2. ნიღაბი მაჯაზე გატესტეთ. რომ მასზე ალერგიის ქონა გამორიცხოთ.

გამოყენება:

1. წასმამდე თმა 5 წუთით სქელი სავარცხლით დაივარცხნეთ.

2. თავი შამპუნით დაიბანეთ და პირსახოცით ნახევრად შეიმშრალეთ. ძალიან სველი თმა არ უნდა გქონდეთ.

3. ნიღაბი თმის ძირებში მასაჟური მოძრაობით წაისვით. თავის კანში კარგად შეიზილეთ.

4. თავი მშრალი პირსახოცით 1 საათით შეიფუთეთ. არ ინერვიულოთ, თუ ოდნავ წვას იგრძნობთ, ეს ნორმალურია.

5. შემდეგ თმა 10 წუთით დაივარცხნეთ, ასე ინგრედიენტებს მთელ სიგრძეზე გაანაწილებთ.

6. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!