თავის მოვლა
წაისვით ეს მასა თვალქვეშ და დილით არც ერთი ნაოჭი აღარ დაგხვდებათ
იმაზე, თუ როგორ მდგომარეობაშია კანი თვალქვეშ, დამოკიდებულია ჩვენი გარეგნული ასაკი. ალბათ, არავინ შემეწინააღმდეგება ამ თვალსაჩინოებაში.
“იხვის თათები” და ნაოჭები ვიზუალურად მნიშვნელოვნად ზრდის ასაკს. რა თქმა უნდა, ყველა ქალმა იცის, რა რთულია ქუთუთოების კანის მოვლა. მხოლოდ იმიტომაც, რომ იგი ძალიან მგრძნობიარეა და არასწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებები იწვევს შეშუპებას, სიწითლესა და გარეგნობის გაუარესებას. ამიტომ კითხვაზე – რატომ არ შევიძინო მაღაზიაში ქუთუთოების გელი ან მზა ნიღაბი თვალის გარშემო ნაოჭებისთვის – გამოცდილი ქალბატონები გვპასუხობენ, “უცნობია, ვინ და რა ჩადო ამ კრემში, ამიტომ მირჩევნია, მე თვითონ მოვამზადო იგი.” იგივე ეხება ნიღბებსაც.
დღეს ჩვენ გთავაზობთ შესანიშნავი ნიღბის რეცეპტს, რომელიც შეამცირებს ნაოჭების თვალის ირგვლივ, დაატენიანებს და დაარბილებს კანს. მისი მომზადება იმდენად მარტივი, ხოლო ეფექტი – იმდენად კარგია, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ნიღაბი თქვენი ფავორიტი გახდება. დაიტანეთ იგი პატჩების სახით, რათა ნიღბის ნაწილაკები უშუალოდ თვალში არ მოხვდეს.
ასეთი ნიღბის დასამზადებლად მხოლოდ 2 ინგრედიენტია საჭირო: ხაჭო და თაფლი, აღებული თანაბარი რაოდენობით. საკმარისი იქნება 1 ჩ.კ. ხაჭო და 1 ჩ.კ. თაფლი.
მომზადება და გამოყენება
- შეურიეთ ინგრედიენტები, გულდასმით დაჭყლიტეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- გადაანაწილეთ მასა თანაბრად ბინტის ან მარლის ორ ნაჭერზე. მოხერხებულად დაწექით და დაიდეთ მომზადებული კომპრესები თვალებზე. გაიჩერეთ 20 წუთით.
- შემდეგ მოიხსენით კომპრესები და ჩამოიბანეთ თვალები ან გვირილის ნახარშით, ან მაგარი ჩაის ნაყენით, ან თბილი რძით.
- გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ორჯერ და დაივიწყეთ თვალის გარშემო ნაოჭების შესახებ.