ჯანმრთელობა
ძმრის და ნივრის ნარევი ფეხებში სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს და სიმძიმის შეგრძნებას გააქრობს
ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ძალიან მარტივი საშუალება არსებობს, რომელსაც სისხლის ცუდი მიმოქცევით გამოწვეული დისკომფორტის შემსუბუქება შეუძლია. ამასთან საერთო ჯანმრთელობის შენარჩუნებასაც ხელს უწყობს. ეს ძმრის და უმი ნივრის ნარევია.
ორივე ინგრედიენტი ძალიან მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმისთვის სასარგებლოა. მაგალითად, ნიორი დიდი რაოდენობით C ვიტამინს და ალიცინს შეიცავს, ხოლო ძმარი ძმრის მჟავით მდიდარია. ერთად კი შესანიშნავ ტონიკს ქმნიან.
ხშირად ადამიანები ძმრის და ნივრის ნარევს ადგილობრივად იყენებენ, მაგრამ ზოგი მას შიგნით იღებს.
საშუალება სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად
რამდენიმე კბილი ნივრის და ვაშლის ძმრის მაცერაციით ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად შესანიშნავი სამკურნალო საშუალება მიიღება. კერძოდ, ნარევი სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების უნარით ცნობილია. პროდუქტი ხომ ანთების საწინააღმდეგო თვისებებით მდიდარია.
ძმარი არის პროდუქტი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ვარიკოზული გაფართოებული ვენების და „ვარსკვლავების“ სამკურნალოდ იყენებენ, რადგან მას ანტიკოაგულანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. მოკლედ რომ ვთქვათ, არტერიების სისხლის გავლას ხელს უწყობს და მოძრაობას აუმჯობესებს.
თვლიან, რომ ფეხებზე მისი გამოყენება სისხლის მიმოქცევას და ლიმფურ სისტემას აუმჯობესებს. შიგნით მიღების დროს კი კაპილარების და არტერიების მოქნილობას ზრდის და სიმკვრივეს ( სისხლის ნაკადის მოძრაობას აფერხებს) ამცირებს.
მცირე ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი ეფექტის წყალობით ძმარი ტკივილის საწინააღმდეგოდ შესანიშნავი საშუალებაა. ასევე შეგიძლიათ სისხლის ცუდ მიმოქცევასთან დაკავშირებული სიმძიმის და მუდმივი სპაზმების დროს მიიღოთ.
ამ თვისებას ნივრის მკვებავი ნივთიერებები აძლიერებენ. ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი საკვები ორგანიზმს როგორც შიგნიდან, ასევე გარედან იცავს.
ალიცინი ნივრის ერთ-ერთი აქტიური ნაერთია, რომელიც ანთებით პროცესებს არეგულირებს. ის სისხლძარღვებს მოდუნებასა და მიმოქცევაში ხელს უწყობს.
ვაშლის ძმრის და ნივრის ტონიკი
ამ ორი ინგრედიენტის უპირატესობით რომ ისარგებლოთ, 50% ნიორი და 50% ვაშლის ძმარი უნდა აიღოთ.
ნივრის შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნივრის თავი ახალი იყოს, რომ მათ ძმართან არევისას გოგირდის ნაერთები გამოყოს.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 10 კბილი ნიორი
- ½ ლ ვაშლის ძმარი
- სანაყი
- 1 კოვზი
- 1 მინის ქილა, ჰერმენტული
მომზადება:
- ნიორი გაწმინდეთ და დიდ ნაჭრებად დაჭერით, რომ შემდეგ ადვილად დანაყოთ. სანაყეში პასტის მიღებამდე დანაყეთ, შემდეგ მინის ქილაში გადაიტანეთ. ვაშლის ძმარი დაასხით.
- ქილას თავსახური დაახურეთ და გრილ, ბნელ ადგილას შეინახეთ. 15 დღის განმავლობაში გააჩერეთ.
- ამ დროის განმავლობაში დღეში ერთხელ გახსენით და კოვზით რამდენჯერმე აურიეთ.
- 15 დღის შემდეგ ძმრის და ნივრის ტონიკი მზად იქნება. საწურში გაწურეთ, რომ მისი გამოყენება შეძლოთ.
აქტუალური გამოყენება
- ცოტა ტონიკი ფეხის კანზე წაისვით და ნაზი წრიული და ჰაეროვანი მოძრაობით დაიმასაჟეთ.
- დისკომფორტის ადგილებში რამდენჯერმე დაიმასაჟეთ.
- პრეპარატი დაუყონებლივ არ ჩამოიბანოთ, კანზე კიდევ 20-30 წუთით გაიჩერეთ.
- ბოლოს ჩამოიბანეთ. ასეთი თერაპია შეგიძლიათ კვირაში 3-ჯერ გამოიყენოთ, რომ მისი უპირატესობებით ისიამოვნოთ.
გამოყენების რეჟიმი:
პირველ რიგში, მიღებული ნივრის და ძმრის ტონიკი დღეში 20 გრ ჭამის შემდეგ მიიღეთ. დოზის გადაჭარბება რეკომენდებული არაა.
მეორეც, თირკმლის დაავადების დროს ეს საშუალება შიგნით არ მიიღოთ.
გაითვალისწინეთ!
ჭარბი ძმრის გამოყენებას მოერიდეთ, რადგან ამან შეიძლება მჟავიანობა და რეფლიუქსი გამოიწვიოს. დღეში მხოლოდ 20 გრამის მიღება საკმარისი იქნება.
სანამ ამ სამკურნალო საშუალებას გამოიყენებთ, ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.