Connect with us

საკითხავი

ძლიერი რიტუალი პრობლემების მოსაშორებლად. დაგჭირდებათ მარილი

მარილი მაგიურ რიტუალებში უძველესი დროიდან გამოიყენება. ყველაზე ხშირად უსიამოვნებისგან დასაცავად და გასაწმენდად იყენებენ. მარილით რიტუალი სახლში დამოუკიდებლად შეგიძლიათ ჩაატაროთ. არსებობს ძლიერი რიტუალი მარილით, რომელიც პრობლემებს და ავადმყოფობას მოგაშორებთ.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ მარტივ, მაგრამ ძალიან ეფექტურ პრაქტიკას. მენდეთ, გაოცდებით!

მარილის ჯადოქრობა

მარილი ცრემლთან და წუხილთან ასოცირდება. რიტუალი მარილის წყალში გახსნით უსიამოვნებების მოშორებას გთავაზობთ. ნებისმიერი პრობლემის ან ავადმყოფობის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ.

რიტუალები, რომლის დროსაც რაიმეს მოშორებას ითხოვთ, კლებად მთვარეზე შეასრულეთ. მთვარის კალენდარს დახედეთ და სწორი დღე შეარჩიეთ. რიტუალის გაკეთებაში ხელი არავინ უნდა შეგიშალოთ. კონცენტრირდით და რიტუალის შესრულება დაიწყეთ.

ბრტყელი დიდი თეფში აიღეთ და მარილი დაყარეთ ისე, რომ მარილზე სიტყვის დაწერა შეძლოთ. მაგალითად, პრობლემების მოსაშორებლად მარილით დაწერეთ „პრობლემა“.

ჭიქაში სუფთა წყალი ჩაასხით და შელოცვა წაიკითხეთ: „ჩემი დარდი და პრობლემები გააქარვე. ბედნიერება, სიხარული და ჯანმრთელობა მომიტანე“. შელოცვილი წყალი მარილს დაასხით და აურიეთ, სანამ მარილი ბოლომდე არ გაიხსნება. თან შესალოცი სიტყვები იმეორეთ.

მარილის ბოლომდე გახსნის შემდეგ წყალი ნიჟარაში ჩაასხით. თან თქვით „დაე, ახდეს!“ რიტუალი ამით შეგიძლიათ დაასრულოთ.

ძალიან მალე პოზიტიურ ცვლილებებს შეამჩნევთ, თუმცა მხოლოდ რიტუალის იმედად არ უნდა იყოთ. იმოქმედეთ, რომ ცხოვრება დაალაგოთ და მიზნები აისრულოთ.

Advertisement