Connect with us

ჯანმრთელობა

ძველი გამონათქვამი „არ გამოკვებო გაციება“- უკვე მეცნიერულადაა დამტკიცებული

გინდათ გათავისუფლდეთ გაციებისგან და იმუნიტეტი აიმაღლოთ?! გინდათ აიცილოთ ისეთი დაავადებები როგორიცაა ანგინა, ბრონქიტი…? ეს შესაძლებელია და თან ძალიან მარტივად!
კვლევებიდან გამომდინარე რომლებშიც საუბარია იმაზე, რომ 3-4 დღიანი შიმშილობა იმუნურ სისტემას აღადგენს და სარგებელი მოაქვს როგორც ჯანმრთელი ზრდასრულებისთვის ასევე ქიმიოთერაპიაზე მყოფი პაციენტებისთვისაც.

როგორ ეხმარება დროებითი მარხვა იმუნურ სისტემას

კვლევების თანახმად, ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ხანგრძლივი დროით შიმშილი საგრძნობლად ამცირებს ლეიკოციტებს, შედეგად ეს ღეროვანი უჯრედების სასიგნალო გზების HSCs ან ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედების ცვლილებას იწვევს, რასაც სისხლის და იმუნური სისტემის განახლებამდე მივყავართ.

გამოკვლევების ერთერთმა ხელმძღვანელმა ვლატერ ლონგომ თქვა: „როცა თქვენს თავს საჭმელს ართმევთ, სისტემა ენერგიის დაზოგვას ცდილობს. ერთერთი რაც ჩვენს სხეულს ძალების დასაზოგად შეუძლია, ესაა დიდი რაოდენობით იმუნური სისტემის უჯრედების გადამუშავება, ძირითადად იმ უჯრედების რომელიც დაზიანებულია და არ სჭირდება.
ეს განსაკუთრებით ასაკიანი და ავტოიმუნური სისტემის დარღვევის მქონე ადამიანებისთვისაა სასარგებლო, ანუ ადამიანების იმ კატეგორიისთვის რომელიც უფრო ადვილად ავადდება. კიდევ ერთმა კვლევამ დაამტკიცა, რომ შიმშილი ამცირებს ჰორმონ IGF-1 -ის დონეს, რომელთანაც დაკავშირებული კიბო, დაბერება და სიმსივნის ზრდა.

ერთერთ გამოკვლევაში ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ კვირაში 2 ჯერ შიმშილობა – ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადების რისკებსაც კი ამცირებს.
ასევე აღმოჩნდა, რომ შიმშილობას შეუძლია გამოწვევა მოუწყოს ტვინს და მოკლე დროში მასში 2 ძირითადი ქიმიური ნივთიერება გააქტიუროს, ტვინში ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად, ეს ეხმარება ტვინს გახდეს უფრო მებრძოლი იმ ცილების მიმართ, რომლებიც ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს იწვევენ.
ზოგიერთი საკვების მიღებიდან 4 დღემდე ვადით იკავებს თავს და მხოლოდ წყალს, ყავას და ჩაის მიირთმევს. ფილ ლიბინი ამბობს, რომ ეს მას განწყობას უმაღლებს, ეხმარება კონცენტრირებაში და მსუბუქი ეიფორიის მდგომარეობამდე მიჰყავს.
მეცნიერება რომელიც ამის უკან დგას,კონცეფციით კათოგენურ დიეტას გავს. თუ ორგანიზმს არ ყოფნის გლუკოზა და ნახშირწყლები მაშინ – კეტოზი ირთვება და ღვიძლში ცხიმის წვის ხარჯზე კეტონების წარმოქმნა იწყება. ორგანიზმი კეტონებს გლუკოზის სანაცვლოდ იყენებს, მის წარმოსაქმნელად კი ცხიმებს წვავს.

ამ მარხვის სარგებლიანობა ქიმიოთერაპიაზე მყოფი პაციენტებისთვის

შედარებით ადრე, ლონგოს და მისი გუნდის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა, აჩვენა რომ შიმშილობა ცხოველებში ეფექტურად კურნავს კიბოს უმრავლეს სახეობას.
ქიმიოთერაპიას შეუძლია იმუნური სისტემა დააზიანოს. ამიტომ მას წამლებს უმატებენ – იმუნური უჯრედების მოსამატებლად. ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ, იმუნურ სისტემას შეიძლება 1 თვეც კი დასჭირდეს აღსადგენად.
ეს მეთოდი კი როგორც რეგენერაციული გადამრთველი ისე მოქმედებს, რომელიც ღეროვან უჯრედებს ახალი ლეიკოციდების წარმოქმნას აიძულებს, რის შედეგადაც მთელი იმუნური სისტემა აღდგება.
იმუნური სისტემის გამოუსადეგარი ნაწილი იშლება. ეს პროცესი მთელ იმუნი სისტემას გადატვირთავს, ასევე ამცირებს თავისუფალი რადიკალების მიერ და ანთებითი პროცესისგან მიყენებულ ზიანს.
კვლევებში ნათქვამია, რომ პაციენტებმა კონსულტაცია თავის ექიმთან უნდა გაიარონ, რათა დადგინდეს მზადაა თუ არა მათი ორგანიზმი ამ მარხვისთვის. ეს ადამიანის წონასა და მის საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

მარხვა იყო ტრადიცია, რომელსაც ზოგიერთი რელიგიისა და კულტურის წარმომადგენლები ასეულობით წლების მანძილზე იცავდნენ. ძველი ეგვიპტელები ყოველთვიურად მარხულობდენ და იწმინდებოდენ. ისინი თვლიდენ, რომ ყველა დაავადება საჭმელიდან მოდის. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ჰეროდოტე ეგვიპტელებს, ყველაზე ჯანმრთელ ადამიანებად მოიხსენიებს. ჰეროდოტეს აზრის ზეგავლენა იყო თუ არა არვიცით, მაგრამ, უამრავმა ბერძენმა მამაკაცმა დაიცვა მარხვა და აღიარა მისი ეფექტურობა. მათ შორის იყო პლატონი, ჰიპოკრატე და პლუტარქეც. ასე გახდა ცნობილი ფრაზა „წამლების სმის მაგივრად ნუ შეჭამ“.

ბევრ რელიგიას ტრადიციად აქვს მარხვა. ისლამში რამადანი მარხვას მთელი თვე ითხოვს.  იუდაიზმში “იომ კიპური”-ს ტრადიცია აქვთ, ქრისტიანობაში საჭმლისგან თავის შეკავების ტრადიცია – იესოს მიერ უდაბნოში 40 დღიანი მარხვის სიმბოლოდაა აღქმული.
თანამედროვე მედიცინასთან ერთად, ჩვენ ნებისმიერი დაავადების დროს აბების მოხმარება დავიწყეთ, მაგრამ შეიძლება გამოსავალი ჩვენს თვითგანკურნების შესაძლებლობებში ვიპოვოთ და შიმშილობა კი ერთერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა მათ შორის.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.

Advertisement