კულინარია
ძალიან მსუბუქი, დიეტური პეროგი შვრიისგან, ფქვილისა და შაქრის გამოყენების გარეშე
დღეს ჩვენ მოვამზადებთ პეროგს, რომელიც სრულყოფილ დაბალკალორიულ დესერტად შეგიძლიათ ჩათვალოთ, რადგან მის მოსამზადებლად შაქარს არ გამოვიყენებთ.
თუ მოგბეზრდათ შვრიის ფაფა და არ იცით, კიდევ რისი მომზადება შეიძლება შვრიის ფანტელებისგან, ჩვენ გთავაზობთ უჩვეულო რეცეპტს.
ინგრედიენტები
- 200 გ შვრიის ფანტელი
- 200 გ დაბალკალორიული ხაჭო
- 1 ც კვერცხი
- 250 მლ 2.5%-იანი კეფირი
- 50 გ შავი ქლიავის ჩირი
- 50 გ ქიშმიში
- 50 გ კურაგა
- 0.5 ჩ.კ. სოდა
- 1 ს.კ. 9%-იანი ძმარი
მომზადება
1. ყველა ჩირი გარეცხეთ და დაჭერით კუბებად.
2. აიღეთ დიდი ზომის ჭურჭელი, რომელშიც ცომს მოამზადებთ და მოათავსეთ მასში შვრია, დაასხით კეფირი, დაჭყლიტეთ ხაჭო ჩანგლის გამოყენებით და დაუმატეთ ძირითად მასას. აქვე მოათავსეთ კვერცხის შიგთავსი.
3. ცალკე ჭიქაში ჩააქრეთ სოდა ძმრით და დაუმატეთ ძირითად მასას.
4. მოურიეთ და გააჩერეთ 20 წუთით.
5. ამ დროის გასვლის შემდეგ, თუ შვრია რბილია, ვუმატებთ ჭურჭელში დაჭრილ ჩირს.
6. საცხობი ფორმის ფსკერსა და გვერდებზე დააფინეთ პერგამენტი(კარგად რომ გაჩერდეს, წაუსვით კედლებს ცოტაოდენი ცომი).
7. მოათავსეთ ცომი ფორმაში, თანაბრად გადაანაწილეთ, რათა სწორი ბისკვიტი მიიღოთ.
8. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და შედგით პეროგი 30 წუთით.
9. მზა პეროგი გააჩერეთ მთელი ღამით, სრულად გაგრილებამდე.
ეს ღვეზელი მარტივად ამოდის ფორმიდან. მთავარია, ბოლომდე გაგრილდეს – ასე იგი უფრო გემრიელი იქნება. პეროგის ზედაპირზე წარმოქმნილი ქერქი გლაზურს მოგაგონებთ. შვრიის ფანტელი ბისკვიტში არც კი იგრძნობა. რეცეპტს შეგიძლიათ თხილიც დაუმატოთ, სურვილისამებრ.
გემრიელად მიირთვით!