Connect with us

ყვავილები

ცუდი მეზობლები: რა რასთან ახლოს არ უნდა დარგოთ

ბაღის დაგეგმვა ერთ–ერთი მთავარი პუნქტია, რომ მომავალში კარგი მოსავალი აიღოთ. თუ აგარაკზე დასარგავად კულტურებს არჩევთ, Alltime.ge–ს რედაქცია მცირე სახელმძღვანელოს გთავაზობთ. მნიშვნელოვანია თქვენი სურვილები, აგროტექნიკური მოთხოვნები და ერთმანეთთან თავსებადობა გაითვალისწინოთ.

ზოგიერთი ბუჩქი და ხეხილი ერთმანეთს ვერ ეთავსება, რაც დაავადებების განვითარებას, მავნებლების მოზიდვას და მცენარის სიკვდილს იწვევს. შეცდომის თავიდან ასაცილებლად უნდა იცოდეთ, რომელი ხეების და ბუჩქების დარგვა არ შეიძლება ერთმანეთის გვერდით.

ხეები და ბუჩქები, რომელთა გვერდიგვერდ დარგვა არ შეიძლება

ზოგჯერ ერთი შეხედვით უვნებელი მცენარე დიდ პრობლემას იწვევს. პრობლემა შეიძლება იყოს ფესვების ჩახლართვა, მიწაში მავნე ნივთიერებების გამოყოფა, ასევე ფარული შედეგები.

ნიგოზი

ნიგოზი პრაქტიკულად ყველა ხეხილსა და ბუჩქზე ცუდ გავლენას ახდენს. სხვა კულტურებისგან მოშორებით უნდა დარგოთ. თუ მხოლოდ კაკალს რგავთ, ცხელ ზაფხულში ჩრდილი გარანტირებული გაქვთ. მის ქვეშ ბუზები და სხვა მწერები არ დაფრინავენ. ზოგიერთი მებაღე კაკლის ქვეშ ყვავილებს (ნარგიზი, ტიტა, შროშანა, ფურისულა) რგავს.

ატამი

ატამი მსხლის გვერდით მეტნაკლებად კარგად იზრდება. ალუბალთან, ბალთან და ვაშლთან საერთოდ შეუთავსებელია.

გარგარი

გარგარსა და ქლიავს შორის 4 მეტრი დაშორება უნდა იყოს. ალუბალთან მეგობრობას ვერ აწყობს. ბალის, მსხლის, ვაშლის და ნიგვზის გვერდით არ დარგოთ.

ვაშლის ხე

ცირცელი, იასამანი ან კუნელი ვაშლის ხეზე მავნებლებს და დაავადებებს ავითარებს. ღვია ჟანგით აინფიცირებს. კარტოფილი და ჭარხალი მის სიახლოვეს არ დარგოთ, რადგან ერთმანეთს წყალს წაართმევენ.

ალუბალი

კუნელს და ღვიას ემეგობრება, ყურძენს და ვაშლს იტანს. რაც შეეხება ატამს, გარგარს, ქლიავს, მსხალს და ალუჩას, მისთვის მომწამვლელია. ბუჩქი, განსაკუთრებით, მოცხარი მის გვერდით არ დარგოთ.

წითელი და შავი მოცხარი

წითელი მოცხარი ჟოლოს ავიწროებს. ღვია წითელ მოცხარის ღვიის ჩრჩილით აზიანებს. ასკილის გვერდით შესანიშნავად იზრდება. შავ მოცხარს მეზობლად ღვიის და ალუბლის არსებობა არ მოსწონს, რადგან ერთი და იგივე მავნებლები თავს ესხმით.

ყურძენი

მსხლის და ალუბლის გვერდით კარგად იზრდება. გამოცდილი მებოსტნეები გირჩევთ, რომ ყურძენი ვარდის გვერდით დარგოთ. მათ ერთი და იგივე დაავადებები აწუხებთ, მაგრამ ვარდში დაავადების ნიშნები უფრო სწრაფად იჩენს თავს და ასე ყურძნის გადარჩენის შანსი იზრდება.

ჟოლო

ბაღის მცენარეებთან ახლოს არ დარგოთ. ჟოლო ბევრ სითხეს იწოვს და სხვებს ტენიანობის გარეშე ტოვებს. მხოლოდ ვაშლს ემეგობრება, ზომიერად იტანს მსხალს, ალუბალს და ქლიავს. ღვიასა და ჟოლოს შორის 2 მეტრიანი დაშორება დაიცავით.

სწორი დაგეგმვით ბაღში ხეხილის და კენკრის ბევრ სახეობას დარგავთ და მდიდარ მოსავალს მიიღებთ. თუ წესებს დაიცავთ, თქვენი მცენარე ჯანმრთელი და ნაყოფიერი გაიზრდება.

Advertisement