Connect with us

კულინარია

ცომი ასეთი ჰაეროვანი არასდროს გამომსვლია. კვერცხის ნაცვლად, ვიყენებ კეფირს

ცომი ყოველთვის გამოგივათ. თუ გეჩვენებათ, რომ ცომი 30 წუთის განმავლობაში საკმარისად არ ამოვიდა, არ ინერვიულოთ. ეს ცომი ცხობის დროს ამოვა.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა კეფირი (250 მლ)
  • 0,5 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 1 პაკეტი (11 გრ) მშრალი საფუარი (მე 1 ჩ/კ „პაკმაის“ ვუმატებ)
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 3 ჭიქა ფქვილი

შიგთავსი:

შიგთავსი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, მე კომბოსტოთი ვამზადებ.

მომზადება:

  1. კეფირი და ზეთი აურიეთ, ოდნავ გააცხელეთ, მარილი და შაქარი დაუმატეთ. ფქვილი გაცერით და საფუარს აურიეთ, ნელ-ნელა კეფირის მასა დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. შეფუთეთ და 30 წუთით სითბოში დადგით.
  2. ცომი ბუმბულივით ჰაეროვანი და მსუბუქი გამოვა.
  3. ცომის ამოსვლამდე შიგთავსი მოამზადეთ.
  4. საცხობ ფორმას ზეთ წასმული პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, ღვეზელები გააკეთეთ და საცხობ ფორმაზე ნაკეცით ზემოთ დადეთ. სანამ ღუმელი ხურდება, 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ნაკეცებს ჩამოუარეთ და კვერცხი წაუსვით.
  5. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შეწითლებამდე აცხვეთ. გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!