Connect with us

საკითხავი

ცნობილი ექიმის, მიასნიკოვის 91 წლის დედა: იატაკებს ხელებით ვწმენდ და ყოველდღიურობით სიამოვნებას ვიღებ. სიბერის წამალი სწორედ ეს არის

ბევრ ადამიანს სიბერე აშინებს: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ჭკუასუსტობა, დაღლილობა, მარტოობა და სხეულსაც უკვე ძველებული აღნაგობა აღარ აქვს. პატივსაცემი ექიმი მიასნიკოვის დედა საკუთარი მაგალითით ამტკიცებს, რომ ბედნიერად ცხოვრება და მშვენიერების შეგრძნება ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია. ოლგა მიასნიკოვი უკვე 91 წლისაა და თავს კვლავ მხნედ, ჯანმრთელად და ბედნიერად გრძნობს.

ის დღემდე პაციენტებს ღებულობს. ბევრი გოგო უარს არ იტყოდა, რომ ასეთ საპატიო ასაკში ასე კარგად და ბედნიერებით გასხივოსნებული ყოფილიყო.

„ბუნება ადამიანს ცხოვრების მიმართ ასეთი აღფრთოვანებული ურთიერთობით, ფართო სულითა და სიკეთის სავსე გულით საუკუნეში მხოლოდ ერთხელ აჯილდოებს. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არაა – ასე ამბობს ყველა, ვინც მასთან ურთიერთობს. ცხოვრების გზაზე კი მას უამრავ განსხვავებულ ადამიანთან შეხვედრა მოუწია“ – ამბობს ალექსანდრე მიასნიკოვი დედის შესახებ. დღეს გიამბობთ, როგორ შეხვდეთ სიბერეს ამაყად თავაწეული, საღ გონებაზე დარჩეთ და დროს ფეხი აუწყოთ.

სიბერის სამკურნალო საშუალება

ოლგა მიასნიკოვის მთავარი ცხოვრებისეული პრინციპი – ყოველთვის დაკავებული იყავით. ის თვლის, რომ ადამიანი რაც უფრო მეტ დროს არაფრის კეთებაში ხარჯავს, მით უფრო მალე ბერდება. კითხვაც კი უკვე საქმიანობაა, რომელიც ტვინს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. სიბერე არა მხოლოდ ნაოჭები და წნევის ცვლილებაა, არამედ თავის ტვინის უჯრედების კვდომა. საკუთარი საიდუმლოების შესახებ ოლგა წიგნში „როგორ დავრჩეთ ქალი 100 წლამდე“ წერს.

„იცით, დიდხანს რომ ახალგაზრდა დარჩეთ, თქვენ…დრო არ უნდა გყოფნიდეთ! დიახ, დიახ, სწორედ ასე ვცხოვრობდი მთელი ცხოვრება. სამ სამსახურში ვმუშაობდი, ისე ვიღლებოდი, რომ სახლში მოსული, ლოგინზე ტანსაცმელის გაუხდელად ვწვებოდი და იმწამსვე ვიძინებდი. მუდმივად რაღაცას ვკერავდი და ვქსოვდი. იმდენად დაკავებული ვიყავი, რომ მოწყენის და წუწუნის დრო არ მქონდა“.

ყველაზე პირველი სენსორული ფუნქციები უარესდება. სმენა დაახლოებით 65 წლის ასაკში, მხედველობა 50 წლის შემდეგ ქვეითდება. სუნის და გემოს აღქმის უნარი მცირდება. ხანდაზმული ადამიანებისგან ხშირად მოისმენთ, რომ საკვები ადრე უფრო გემრიელი იყო. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ პირის გემოს რეცეპტორები 36%-თ მცირდება.

„რატომ არის აუცილებელი ცხოვრების მიმართ ინტერესის შენარჩუნება? რადგან დაბერების პროცესი იწყება მაშინ, როცა ორგანიზმი ზრდას და განვითარებას წყვეტს. ასე, რომ უკვე 30-35 წლის ასაკში ბიოლოგიური პროცესების ინტენსიურობა მცირდება“. სწორედ ამიტომ, ასაკობრივი ცვლილებები უნდა გააცნობიეროთ და საკუთარ თავზე არა 60 წლის შემდეგ, არამედ ახალგაზრდობიდანვე უნდა დაიწყოთ. ადამიანებთან პირისპირ ბევრი იკონტაქტეთ, ინფორმაციები გაანალიზეთ და თავსატეხები და ლოგიკური ამოცანები ამოხსენით. ვარჯიში არა მხოლოდ კუნთებს, არამედ ტვინსაც სჭირდება.

თქვენ შეიძლება მალე დაიღალოთ, ჭრილობები სწრაფად აღარ შეგიხორცდეთ და ცვლილებებთან შეგუება გაგიჭირდეთ, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესი, რომელსაც „მოსახლეობის დაბერებას“ უწოდებენ, ანუ ხანდაზმული ადამიანების რიცხვი გაიზარდა. ამასთან ახალგაზრდებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ადრე ადამიანები უფრო აქტიურები იყვნენ და უფრო დიდხანს ცხოვრობენ.

სხვადასხვა წრეებზე სიარული, სეირნობა, ცოცხალი ურთიერთობა – აი, ხანგრძლივი ცხოვრების გარანტია. ახლა, ახალგაზრდები სმარტფონებთან ბევრ დროს ატარებენ. აქედან მოდის დეპრესია, სიბერის დაავადებები უკვე 30 წლიდან. ხელსაქმე ძალიან მნიშნველოვანია. ხელის მოძრაობით მეტყველებას, აზრობრივ პროცესებს, წარმოსახვას, მეხსიერებას და შემოქმედებით შესაძლებლობას მხარს უჭერთ. ადრე, როცა ტექნიკა ბევრი არ იყო. მოხუცებულები ბევრ ქსოვდნენ, კერავდნენ, ქარგავდნენ…და ჭკუასუსტობა, სკლეროზი და სხვა აშლილობა იშვიათად აწუხებდათ.

„გირჩევთ: გააკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება, დახმარების სათხოვნელად სხვებს ნუ მიაშორებთ! ხანდაზმულ ადამიანს, ქალს, უნდა ჰქონდეს ჰობი, გატაცება, მუდმივი საქმიანობა, რომელიც მთელ ყურადღებას მოითხოვს. კითხვა, ხატვა, ქსოვა. ქარგვა. მე, მაგალითად, მთელი ცხოვრება ვქსოვ“ – წერს ოლგა მიასნიკოვი თავის წიგნში.

ახალი სიტყვები, ენა ისწავლეთ ან ახალი ლექსი ან ლოცვა დაიმახსოვრეთ. ასე ასაკი მხოლოდ ციფრი იქნება და არა სასჯელი. სხვათა შორის, მეცნიერებმა საინტერესო ფაქტი აღნიშნეს: ადამიანებს შორის, რომლებიც ჩიტების ჭიკჭიკს ხშირად ისმენდნენ, ბევრი ხანგრძლივად მაცხოვრებელი იყო. ასე რომ, დილით პარკში გასეირნებაზე უარი არ თქვათ. მთელი დღე კარგი განწყობა გარანტირებული გექნებათ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.